ბიბლიის მუხლები თემაზე
ღვთის მოწყურებული
15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ფსალმუნები 118:20
სული დამექანცა, ყოველჟამს შენი სამართლის წადილით.
- ესაია 26:9
შენკენ ილტვის ღამღამობით ჩემი სამშვინველი; დიახ, ჩემში მყოფი სულით გეძებ დილაობით; როცა შენი სამართლით განიკითხავ ქვეყანას, მაშინ ისწავლიან სიმართლეს ქვეყნიერების მკვიდრნი.
- ფსალმუნები 72:25
ვინ არის ჩემთვის ზეცაში? და შენ გარდა არაფერი მსურს დედამიწაზე.
- ფსალმუნები 118:81
სული ჩემი გაილია შენმიერი ხსნის მოლოდინში, მაგრამ მაინც შენს სიტყვას ვენდობი.
- ფსალმუნებუ 41:2
ღმერთი, ცოცხალი ღმერთი სწყურია ჩემს სულს, როდის მოვალ და ვიხილავ სახეს ღმერთისას.
- ფსალმუნები 62:1
ღმერთო! შენ ხარ ჩემი ღმერთი, შენ დაგეძებ, შენ სწყურიხარ ჩემს სულს. შენკენ მოილტვის ჩემი სხეული უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე.
- ფსალმუნები 142:6
მალე მიპასუხე უფალო, გაილია ჩემი სული. ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, თორემ საფლავში ჩასულს დავემგვანები.
- ამოსი 8:11
აჰა, მოდის დღეები - ამბობს უფალი ღმერთი - შიმშილს დავუშვებ ქვეყანაზე; არა პურის შიმშილს და წყლის წყურვილს, არამედ ღმერთის სიტყვის მოსმენის წყურვილს.
- იოანეს 4:13-14
მიუგო იესომ და უთხრა მას: „ყველას, ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება. ხოლო ვინც იმ წყალს დალევს, რომელსაც მე მივცემ, საუკუნოდ აღარ მოსწყურდება; რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში იქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს”.
- იოანეს 6:35
უთხრა მათ იესომ: „მე ვარ სიცოცხლის პური. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასდროს მოსწყურდება.
- ესაია 55:1
ჰოი, ყოველნო მწყურვალნო, მოდით წყლებთან; და ფულის უქონელნო, მოდით, იყიდეთ და ჭამეთ; დიახ, მოდით, იყიდეთ ღვინო და რძე უფულოდ და უსასყიდლოდ.
- იოანეს 6:27
ხრწნადი საზრდოსთვის ნუ გაირჯებით, არამედ იმ საზრდოსთვის გაისარჯეთ, რომელიც საუკუნო სიცოცხლეს იძლევა, და რომელსაც ძე კაცისა მოგცემთ, რადგან მას დაასვა ბეჭედი მამა ღმერთმა”.
- იოანეს 7:37
დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: "თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს;
- გამოსვლა 21:6
მაშინ მიიყვანოს მისმა ბატონმა ღვთის წინაშე მსაჯულებთან, მიაყენოს კართან ან წირთხლთან და გაუხვრიტოს ყური სადგისით; მისი მონა იქნება სამუდამოდ.
- გამოსვლა 22:17
თუ მამა ქალის მითხოვებას არ ინებებს, მაშინ მაცდუნებელმა ქალწულობის ურვადი გადაიხადოს.