ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთი, როგორც მასწავლებელი
12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- გამოსვლა 4:15
ილაპარაკებ მასთან და მისცემ სიტყვებს მის ბაგეებს; მე ვიქნები შენს ბაგესთან და მის ბაგესთან და გასწავლით, რა უნდა გააკეთოთ.
- მეორე რჯული 4:36
ციდან მოგასმენინა თავისი ხმა, რათა განესწავლე და მიწაზე გახილვინა თავისი დიადი ცეცხლი და შუაგულ ცეცხლიდან ისმინე მისი სიტყვები.
- ფსალმუნები 24:12
ვინ არის კაცი მოშიში უფლისა? მას უჩვენებს გზას, რომელიც უნდა აირჩიოს.
- ფსალმუნები 31:8
ამბობს უფალი: დაგარიგებ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო, თვალს დავიჭერ შენზე.
- ფსალმუნები 70:17
ღმერთო, შენ მასწავლიდი ყრმობიდანვე და დღესაც შენს საოცრებაზე ვლაპარაკობ.
- ფსალმუნები 93:10
განა ვერ ამხელს ერთა შემგონებელი – ის, ვინც აწვდის ადამიანს ცოდნას?
- ესაია 2:3
მრავალი ხალხი მოვა და იტყვის „მოდით, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის ღმერთის სახლში; რათა მან გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან სიონიდან გამოვა რჯული და იერუსალიმიდან – უფლის სიტყვა.
- ესაია 28:26
ღმერთმა დამოძღვრა იგი, სწორად ასწავლა მას.
- ესაია 48:17
ასე ამბობს უფალი, შენი მხსნელი, ისრაელის წმიდა: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, გასწავლი, რათა სარგებელი ნახო, იმ გზაზე წაგიძღვები, რომელზეც უნდა იარო;
- ესაია 54:13
შენი ყველა ძე, უფლისგან იქნება დამოძღვრილი და დიდი იქნება შენი ძეების კეთილდღეობა.
- იერემია 32:33
ზურგი მომაქციეს და არა სახე; გათენებისთანავე ვასწავლიდი, მაგრამ მაინც არ შეისმინეს, არ მიიღეს დარიგება.
- მიქა 4:2
მრავალი ხალხი მოვა და იტყვის „მოდით, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის ღმერთის სახლში; რათა მან გვასწავლოს თავისი გზები და ვიაროთ მისი ბილიკებით, რადგან სიონიდან გამოვა რჯული და იერუსალიმიდან – უფლის სიტყვა.