ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთი პასუხობს ლოცვებს
22 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- მათეს 7:7
-8 ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძიეთ და იპოვით, დააკაკუნეთ და გაგეღებათ. ვინაიდან ყოველი, ვინც ითხოვს - ღებულობს, ვინც ეძიებს - პოულობს და ვინც აკაკუნებს - გაეღება.
- იოანეს 16:24
ჯერ ჩემი სახელით არაფერი გითხოვიათ. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრულყოფილი იყოს თქვენი სიხარული.
- იაკობის 1:5
თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყველასთვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა
- 3 მეფეთა 3:5
ღამით სიზმარში უფალი გამოეცხადა გაბაონში სოლომონს და უთხრა ღმერთმა: „მთხოვე, რაც გინდა, რომ მოგცე!
- იობი 22:27
შეევედრები მას და მოგისმენს იგი და შეუსრულებ შენს დაპირებებს.
- იერემია 29:12
მომიხმობთ და მოვალ, შემევედრებით და მოგისმენთ.
- იობი 33:26
შესთხოვს ღმერთს, ღმერთი კი შეიწყალებს მას, სიხარულით შეხედავს მის სახეს და სიმართლეს აღუდგენს კაცს.
- ფსალმუნები 90:15
მომიხმობს და მეც ვუპასუხებ, მასთან ვიქნები გასაჭირში; გამოვიხსნი და ვასახელებ.
- ფსალმუნები 144:18
ახლოსაა უფალი ყველასთან, ვინც მას მოუხმობს, ყოველთან, ვინც ჭეშმარიტებით მოუხმობს მას.
- ფსალმუნები 64:2
ლოცვის შემსმენელო, შენთან მოვა ყველა ხორციელი.
- ზაქარია 13:9
ცეცხლში გავატარებ ამ მესამედს და გავწმედ, როგორც ვერცხლი იწმიდება და გამოვცდი, როგორც ოქრო გამოიცდება; მოუხმობენ ჩემს სახელს და მე ვუპასუხებ მათ, ვიტყვი: ეს არის ჩემი ხალხი! იტყვიან: უფალია ჩემი ღმერთი.
- მათეს 7:11
მაშ, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მეტადრე თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს.
- იოანეს 14:13
რასაც ჩემი სახელით ითხოვთ, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამა ძეში.
- იოანეს 14:14
თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, მე გავაკეთებ.
- იოანეს 15:16
თქვენ არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ და თქვენი ნაყოფი დარჩეს, რათა, რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მან მოგცეთ თქვენ.
- იოანეს 16:23
იმ დღეს არაფერს მკითხავთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რასაც სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგეცემათ.
- იოანეს 15:7
თუ ჩემში დარჩებით და ჩემი ნათქვამი თქვენში დარჩება, ითხოვეთ, რასაც ისურვებთ და გექნებათ.
- იაკობის 5:16
აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისთვის, რათა განიკურნოთ, რადგან ბევრი რამ შეუძლია მართლის გაძლიერებულ ლოცვას.
- მათეს 21:22
და ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ.
- 1 იოანეს 5:14
-15 და აჰა, რა გაბედულება გვაქვს მის მიმართ, რომ როცა რამეს ვთხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს. და როცა ვიცით, რომ გვისმენს იგი, რასაც კი ვთხოვთ, ვიცით, რომ გვაქვს, რაც ვითხოვეთ მისგან.
- რომაელთა 10:12
და ამაში არ არის განსხვავება იუდეველსა და წარმართს შორის, ვინაიდან ერთი უფალი არის ყველაზე; ის უხვია ყველასათვის, ვინც მოუხმობს მას.
- ეფესელთა 3:20
ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით შეუძლია განუზომლად მეტის კეთება, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან ვფიქრობთ,