ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთი მრისხანებს ერებზე
21 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ფსალმუნები 55:7
ნუთუ ამ სიმრუდეს უნდა გადაურჩნენ? რისხვით დაამხე ერები, ღმერთო!
- ფსალმუნები 58:13
მოსპე რისხვით, მოსპე რომ აღარ იყვნენ და შეიტყონ, რომ ღმერთი ბატონობს იაკობზე, ქვეყნიერების კიდით-კიდემდე.
- ფსალმუნები 68:24
შენი მრისხანება გადმოღვარე მათზე და შენი რისხვის ალი ეწიოთ.
- ესაია 34:2
რადგან რისხვა უფლისა ყველა ერზეა და გულისწყრომა მთელ მათ ლაშქარზე. მან მოსპო და სასაკლაოს გადასცა ისინი.
- ზაქარია 1:15
დიდად ვმრისხანებ უდარდელ ხალხზე; მცირედ რომ ვმრისხანებდი, ბოროტებას უმატეს.
- ესაია 63:6
დავთრგუნე ხალხები ჩემი რისხვით, დავათვრე ჩემი გულისწყრომით და მიწაზე დავანთხიე მათი სისხლი.
- აბაკუმი 3:12
გულისწყრომით დადიხარ დედამიწაზე და რისხვით თელავ ერებს.
- ფსალმუნები 78:6
გადმოღვარე შენი რისხვა იმ ხალხებზე, რომ არ გცნობენ და სამეფოებზე, შენს სახელს რომ არ მოუხმობენ.
- გამოცხადება 11:18
და გამძვინვარდნენ ერები და მოვიდა შენი რისხვა და ჟამი, რათა განისაჯონ მკვდრები და საზღაური მიეცეთ შენს მსახურთ – წინასწარმეტყველებს და წმიდებს, და მათ, რომელთაც შენი სახელის ეშინიათ – პატარებს და დიდებს, და შეიმუსრონ დედამიწის შემმუსვრელნი.
- ფსალმუნები 2:5
მაშინ ილაპარაკებს თავისი რისხვით და შეაძრწუნებს თავისი გულისწყრომით;
- ფსალმუნები 77:49
დაუშვა მათზე თავისი რისხვის ალი, მრისხანება, მძვინვარება და გაჭირვება, როცა წარმოგზავნა სიავის ანგელოზნი.
- გამოსვლა 15:7
შენი დიდების აღმატებულობით ამხობ შენს წინააღმდეგ ამხედრებულებს; გზავნი შენს რისხვას და ბზესავით შთანთქავს მათ.
- 1 მეფეთა 28:18
და ისრაელსაც შენთან ერთად ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს. ხვალვე ჩემთან იქნებით შენ და შენი შვილები; ისრაელის ლაშქარსაც ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს.
- იერემია 10:25
გადმოღვარე შენი გულისწყრომა ხალხებზე, რომლებიც არ გიცნობენ და ტომებზე, რომლებიც შენს სახელს არ მოუხმობენ, რადგან მათ შეჭამეს იაკობი, მოსპეს ის და მოაოხრეს მისი საძოვრები.
- ესაია 66:15
რადგან, აჰა, ცეცხლში მოვა უფალი და ქარიშხალივითაა მისი ეტლები, რათა მიუზღოს თავისი რისხვა მძვინვარებით და თავისი საყვედური ცეცხლის ალით.
- მეორე რჯული 29:23
გოგირდი და მარილი; გადამწვარია მთელი ქვეყანა, არ ითესება და არც არაფერი იზრდება, დაიქცა როგორც სოდომი და გომორა, ადმა და ცებოიმი, ქალაქები, რომლებიც თავისი რისხვითა და წყრომით დააქცია უფალმა.
- ეზეკიელი 25:14
შურისგებას აღვასრულებ ედომზე, ჩემი ხალხის, ისრაელის ხელით. ჩემი რისხვისა და გულისწყრომისამებრ მოექცევიან ედომს; ასე გაიგებენ ჩემს შურისგებას! – ამბობს უფალი ღმერთი.
- ეზეკიელი 30:15
გადმოვღვრი ჩემს გულისწყრომას სინზე, ეგვიპტის სიმაგრეზე, აღმოვფხვრი თებელთა სიმრავლეს.
- ეზეკიელი 38:18
და იქნება იმ დღეს, როცა გოგი მოადგება ისრაელის მიწას, ამბობს უფალი ღმერთი, გადმოვღვრი ჩემს გულისწყრომასა და რისხვას.
- სოფონია 3:8
ამიტომ მაცადეთ – ამბობს უფალი – იმ დღემდე, როცა მოწმედ წამოვდგები, რადგან ჩემი განაჩენით მოიყრიან თავს ერები, შეიკრიბებიან სამეფოები, რომ თავზე დავანთხიო ჩემი წყრომა და მთელი ჩემი მგზნებარე რისხვის მძვინვარება, რადგან ჩემი ეჭვიანობის ცეცხლით შთაინთქმება მთელი ქვეყანა.
- მალაქია 1:4
ედომი კი ამბობს: „დაგვარბიეს, მაგრამ კვლავ ავაშენებთო ნანგრევებს,“ მაგრამ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: „ისინი ააშენებენ, მე დავანგრევ; ბოროტების მხარედ იქნება წოდებული და იმ ერად შეირაცხება, რომელსაც სამუდამოდ განურისხდა უფალი.