მთავარითემები „ღ“ღმერთი განუგეშებს

ღმერთი განუგეშებს

26 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ესაია 66:13
    როგორც დედა ანუგეშებს კაცს, ისე განუგეშებთ მეც და იერუსალიმში იქნებით ნუგეშცემულნი.
  2. ესაია 51:3
    რადგან უფალი ანუგეშებს სიონს, ანუგეშებს მის ყველა ნანგრევს, ედემად აქცევს მის უდაბნოს და მის გაუკაცრიელებულს - უფლის ბაღად; სიხარული და მხიარულება იქნება მასში, სამადლობელი და სიმღერის ხმა.
  3. ზაქარია 1:17
    კიდევ განაცხადე და თქვი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: კვლავ აივსება ჩემი ქალაქები დოვლათით, კვლავ ანუგეშებს უფალი სიონს და კვლავ ამოირჩევს იერუსალიმს.
  4. ესაია 57:18
    ვიხილე მისი გზები, მაგრამ განვკურნავ მას. წავუძღვები და ნუგეშს აღვუდგენ მას და მასზე მგლოვიარეთ.
  5. იერემია 31:13
    მაშინ მოილხენს ქალწული მოცეკვავეთა დასში, ჭაბუკნი და მოხუცნი ერთად გაიხარებენ, სიხარულად ვუქცევ გლოვას და ვანუგეშებ, გავამხიარულებ, მწუხარებას დავავიწყებ.
  6. ესაია 25:8
    სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს უფალი ღმერთი და მოსწმენდს ცრემლს ყველა სახიდან, მოაშორებს სირცხვილს თავის ხალხს მთელ ქვეყნიერებაზე, რადგან თქვა უფალმა.
  7. გამოცხადება 7:17
    ვინაიდან კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს მათ და სიცოცხლის წყლის წყაროსკენ გაუძღვება; და ღმერთი მოსწმენდს ცრემლს მათ თვალთაგან”.
  8. გამოცხადება 21:4
    მოსწმენდს ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი; აღარ იქნება გლოვა, გოდება და ტკივილი, ვინაიდან გადაიარა უწინდელმა”.
  9. ფსალმუნები 70:21
    შენ მმატებდი დიდებას და ბრუნდებოდი ჩემს სანუგეშებლად.
  10. ფსალმუნები 118:76
    ნეტავი შენი წყალობით მანუგეშებდე, როგორც აღუთქვი შენს მსახურს.
  11. 2 თესალონიკელტა 2:17
    ანუგეშოს თქვენი გულები და განგამტკიცოთ ყოველ კეთილ საქმესა და სიტყვაში.
  12. იობი 15:11
    ნუთუ გეცოტავება ღვთის ნუგეში? შენთვის ნათქვამი ფაქიზი სიტყვები?
  13. ფსალმუნები 93:19
    როცა საზრუნავით მევსება გული, შენი ნუგეში ამხიარულებს ჩემს სულს.
  14. ესაია 40:1
    ანუგეშეთ, ანუგეშეთ ჩემი ხალხი, ამბობს თქვენი ღმერთი,
  15. 2 კორინთელთა 1:3
    კურთხეულია ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა; თანამგრძნობი მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთი.
  16. ესაია 51:12
    თვით მე ვარ თქვენი ნუგეშისმცემელი. ვინ ხარ შენ, რომ მოკვდავი ადამიანის და მისი შვილის გეშინია, რომელიც ბალახად ითვლება?
  17. მათეს 5:4
    ნეტარ არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
  18. იოანეს 14:16
    მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ.
  19. იოანეს 14:26
    ხოლო ნუგეშისმცემელი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლენს მამა, გასწავლით და გაგახსენებთ ყველაფერს, რაც თქვენთვის მითქვამს.
  20. ესაია 61:2
    უფლის სასურველი წელიწადისა და ჩვენი ღმერთის შურისგების დღის გამოსაცხადებლად, რათა ვანუგეშო ყველა მგლოვიარე.
  21. 2 კორინთელთა 1:4
    ჩვენი ნუგეშისმცემელი ყოველგვარ გასაჭირში, რომ ჩვენც შევძლოთ ნუგეში ვცეთ ყოველგვარ გასაჭირში მყოფთ იმავე ნუგეშით, რომლითაც ღმერთი გვანუგეშებს.
  22. 2 კორინთელთა 1:5
    რადგან, როგორც ქრისტეს ტანჯვანი გვაქვს უხვად, ასევე უხვად გვაქვს ქრისტეს მიერ ნუგეშიც.
  23. 2 კორინთელთა 1:7
    ამიტომაა მტკიცე ჩვენი იმედი თქვენ მიმართ, ვინაიდან ვიცით, რომ, როგორც ჩვენი ტანჯვების თანამოზიარენი ხართ, ასევე ნუგეშისაც.
  24. 2 კორინთელთა 1:6
    და აჰა, თუ გასაჭირში ვართ, ეს თქვენი ნუგეშისა და ხსნისთვისაა, ხოლო თუ ნუგეშცემულნი ვართ, ისევ თქვენს გასამხნევებლად, რათა შეგაძლებინოთ იმავე ტანჯვის ატანა, რომლითაც ჩვენც ვიტანჯებით.
  25. ფილიპელთა 2:1
    მაშ, თუ არის რაიმე ნუგეშისცემა ქრისტეში, თუ არის სიყვარულით გამხნევება, თუ არის სულის მოზიარეობა, თუ არის გულითადობა და თანაგრძნობა,
  26. 2 თესალონიკელთა 2:16
    ხოლო თავად ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და მოგვცა მარადიული ნუგეში და კეთილი იმედი მადლით,

← ყველა თემა „ღ“-ზე