მთავარითემები „ღ“ღმერთი არ აგვიანებს

ღმერთი არ აგვიანებს

25 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 2 პეტრეს 3:9
    არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად ეჩვენებათ; არამედ სულგრძელია თქვენდამი, რადგან ის კი არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ ის, რომ ყველამ მოინანიოს.
  2. ფსალმუნები 69:5
    მე კი ღარიბ-ღატაკი ვარ, იჩქარე ჩემკენ ღმერთო; ჩემი შემწე და მხსნელი ხარ შენ, უფალო, ნუ დააყოვნებ.
  3. ფსალმუნები 39:17
    მე კი ღატაკი და გაჭირვებული ვარ, დაე უფალმა იზრუნოს ჩემზე. შენა ხარ ჩემი დამხმარე და მხსნელი; ო, ღმერთო ჩემო, ნუ დააყოვნებ.
  4. დანიელი 9:19
    უფალო, ისმინე! უფალო, მოგვიტევე! უფალო, შეისმინე და იმოქმედე! არ დააგვიანო, შენს გამო, ღმერთო ჩემო, რადგან შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქსა და შენს ერს.
  5. ლუკას 18:7
    მაშ, განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულებს, რომლებიც დღედაღამ მას შეჰღაღადებენ, და არ იქნება სულგრძელი მათდამი?
  6. დაბადება 41:32
    და რაკი ორჯერ გამეორდა ფარაონის სიზმარი, ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთისაგანაა ეს საქმე და აღარ დააყოვნებს ღმერთი მის აღსრულებას.
  7. აბაკუმი 2:3
    რადგან დადგენილ ჟამს ეხება ხილვა, დასასრულს აცხადებს და არ გაცუდდება. თუ დააყოვნებს, დაელოდე, ვინაიდან უცილობლად მოვა, არ დააგვიანებს.
  8. ებრაელთა 10:37
    ვინაიდან კიდევ ცოტა, ძალიან ცოტა და მოვა, რომელიც უნდა მოვიდეს, არ დააყოვნებს.
  9. მეორე რჯული 7:10
    მაგრამ სამაგიეროს მიმზღველი მის მოძულეთა მიმართ, რათა დაღუპოს ისინი; არ დააყოვნებს იგი, პირადად მიუზღავს თავის მოძულეს.
  10. ეზეკიელი 12:25
    რადგან მე, უფალი, ვილაპარაკებ და სიტყვა, მე რომ ვიტყვი, შესრულდება და აღარ გადაიდება, რადგან თქვენს დღეებში ვიტყვი სიტყვას, მეამბოხეთა სახლო, და აღვასრულებ კიდეც! აცხადებს უფალი ღმერთი.
  11. ეზეკიელი 12:28
    უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი: არ გადაიდება ჩემი არცერთი სიტყვა, რადგან სიტყვა, რომელსაც მე ვამბობ, შესრულდება! ამბობს უფალი ღმერთი.
  12. ესაია 46:13
    მოვაახლოვე ჩემი სიმართლე, შორს არ არის და ხსნა ჩემსმიერი არ დააყოვნებს. ვუწყალობებ ხსნას სიონს და ისრაელს – ჩემს დიდებას.
  13. რომაელთა 16:20
    ხოლო მშვიდობის ღმერთი მალე თქვენს ფერხთით შემუსრავს სატანას. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთან. ამინ!
  14. ლუკას 18:8
    თქვენ გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ, როცა მოვა ძე კაცისა, ჰპოვებს კი რწმენას დედამიწაზე?
  15. რომაელთა 13:11
    მაშ ასე, იმოქმედეთ, რადგან იცით რა დროა ახლა, რომ დადგა ძილისაგან თქვენი გამოღვიძების ჟამი. ვინაიდან ახლა უფრო ახლოა ჩვენი ხსნა, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ.
  16. გამოცხადება 10:6
    და დაიფიცა უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი, რომელმაც შექმნა ცა და რაც მასშია, მიწა და რაც მასშია, ზღვა და რაც მასშია, რომ აღარ იქნება დრო.
  17. გამოცხადება 1:1
    გამოცხადება იესო ქრისტესი, ღმერთმა რომ მისცა მას, რათა ეჩვენებინა თავის მსახურთათვის, რა უნდა მოხდეს მალე, და აუწყა თავის მსახურ იოანეს წარმოგზავნილი ანგელოზის მეშვეობით.
  18. გამოცხადება 22:6
    და მითხრა: „სარწმუნო და ჭეშმარიტია ეს სიტყვები.“ წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა ეჩვენებინა თავის მსახურებისთვის, რა უნდა მოხდეს მალე.
  19. გამოცხადება 2:16
    მაშ, მოინანიე, თორემ მალე მოვალ შენთან და შევებრძოლები მათ ჩემი პირის მახვილით.
  20. გამოცხადება 22:7
    აჰა, მე მოვალ მალე. ნეტარია, ვინც დაიცავს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს.
  21. გამოცხადება 3:11
    აჰა, მალე მოვალ; გეჭიროს, რაც გაქვს, რათა არავინ წაგართვას შენი გვირგვინი.
  22. გამოცხადებ 22:12
    აჰა, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთანაა, რათა თითოეულს მისი საქმეების მიხედვით მივუზღა.
  23. გამოცხადება 22:20
    ამის დამმოწმებელი ამბობს: „ჰე, მალე მოვალ!“ ამინ, ჰე, მოდი, უფალო იესო!
  24. მარკოზის 13:30
    ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ – არ გადაივლის ეს თაობა, ვიდრე ეს ყოველივე არ მოხდება.
  25. სოფონია 1:14
    ახლოა უფლის დიადი დღე, ახლოა და მალე მოვა; ისმინეთ ხმა უფლის დღისა! მწარედ ატირდება იმ დღეს ყველაზე მამაციც კი!

← ყველა თემა „ღ“-ზე