მთავარითემები „ღ“ღმერთი აკვირდება

ღმერთი აკვირდება

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 15:3
    ყველგანაა უფლის თვალები, ხედავს ბოროტთა და კეთილთ.
  2. საქმეები 20:28
    მაშ, გაუფრთხილდით საკუთარ თავსაც და თქვენს მთელ სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც დაგაყენათ სულიწმიდამ, რათა მწყემსოთ ღმერთის ეკლესია, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა.
  3. ფსალმუნები 140:3
    უფალო, გუშაგი დაუყენე ჩემს პირს, დარაჯი – ჩემს ბაგეებს.
  4. ფსალმუნები 120:8
    უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ახლა და უკუნისამდე.
  5. დაბადება 31:49
    და მიცფა, რადგან თქვა: „დაე, თვალყური გვადევნოს უფალმა, როცა ერთმანეთს დავშორდებით.
  6. მეორე რჯული 32:10
    უდაბურ მიწაზე იპოვა იგი, სიცარიელესა და უდაბნოს კივილში; გარს შემოერტყა და თვალისჩინივით უფრთხილდებოდა,
  7. იობი 29:2
    ნეტავ ისევ ისე ვიყო, უწინდელ თვეებში რომ ვიყავი, როცა ღმერთი მფარველობდა.
  8. მეორე რჯული 11:12
    მიწა, რომელზეც უფალი, შენი ღმერთი ზრუნავს; უფლის, შენი ღმერთის თვალია მასზე, წლის დასაწყისიდან – დასასრულამდე.
  9. ფსალმუნები 33:15
    უფლის თვალები მართლებისკენაა მიპყრობილი და მისი ყურები – მათი ღაღადისკენ.
  10. ფსალმუნები 31:8
    ამბობს უფალი: დაგარიგებ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო, თვალს დავიჭერ შენზე.
  11. ფსალმუნები 32:18
    აჰა, თვალი უფლისა მის მოშიშებზეა – ვისაც მისი წყალობის იმედი აქვს;
  12. ფსალმუნები 33:20
    მის ყოველ ძვალს იცავს იგი, მათგან ერთიც არ შეიმუსრება.
  13. იერემია 1:12
    მითხრა უფალმა: „კარგად ხედავ, რადგან ვაჩქარებ ჩემს სიტყვას შესასრულებლად!

← ყველა თემა „ღ“-ზე