მთავარითემები „ღ“ღირსების წყარო

ღირსების წყარო

21 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 3:1
    შვილო! ჩემს მოძღვრებას ნუ დაივიწყებ და ჩემი მცნებანი დაიცვას შენმა გულმა, იგავნი 3:16 დღეგრძელობა მის მარჯვენაშია, მარცხენაში - სიმდიდრე და პატივი.
  2. იგავნი 4:8
    დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს მოგაგებს, თუ გულში ჩაიკრავ.
  3. იგავნი 8:18
    ჩემთანაა სიმდიდრე და პატივი, ულევი დოვლათი და სიმართლე.
  4. იგავნი 11:16
    მადლიანი ქალი პატივს იხვეჭს, უმოწყალონი კი სიმდიდრეს იხვეჭენ.
  5. იგავნი 13:18
    დარიგების უგულებელმყოფელს სიღარიბე და სირცხვილი მოელის, მხილების გამგონე კი პატივდებული იქნება.
  6. იგავნი 15:33
    უფლის შიში სიბრძნეს ასწავლის კაცს; და დიდებას წინ მორჩილება უსწრებს.
  7. იგავნი 18:12
    დაცემას წინ ქედმაღლობა უსწრებს, დიდებას - თავმდაბლობა.
  8. იგავნი 20:3
    დავისგან თავშეკავება კაცის ღირსებაა, ყველა ბრიყვი კი შფოთის ამტეხია.
  9. იგავნი 21:21
    სიმართლისა და მოწყალების მიმდევარი სიცოცხლეს, სიმართლესა და პატივს ჰპოვებს.
  10. იგავნი 14:28
    ხალხის სიმრავლე მეფის დიდებაა, მათი სიმცირე კი მთავრის დაქცევაა.
  11. ეზეკიელი 39:13
    დამარხავს მათ ამ ქვეყნის მთელი ხალხი და დიადი იქნება ის დღე, როცა გავიმარჯვებ, ამბობს უფალი ღმერთი.
  12. ნაუმი 2:2
    ვინაიდან დააბრუნებს უფალი იაკობისა და ისრაელის დიდებას, რამეთუ გააპარტახეს იგი მოძალადეებმა და მოსპეს მისი ლერწები.
  13. ფსალმუნები 3:3
    მაგრამ შენ ხარ ჩემი ფარი, უფალო, ჩემი დიდება და ჩემი თავის ამამაღლებელი.
  14. ფსალმუნები 61:7
    ღმერთისგან არის ჩემი ხსნა და ჩემი ღირსება; ღმერთია ჩემი სიმაგრე და თავშესაფარი.
  15. 1 მეფეთა 2:7
    უფალი აღარიბებს და ამდიდრებს, ამდაბლებს და აღამაღლებს.
  16. ფსალმუნები 20:5
    დიდია ღირსება მისი, რადგან შენგანაა მისი ხსნა. შენ შეამკე პატივითა და დიდებით.
  17. დაბადება 12:2
    დიდ ერად გაქცევ, გაკურთხებ, განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები.
  18. იერემია 30:19
    მადლიერებისა და მოდღესასწაულეთა ხმა გამოვა მათგან; გავამრავლებ მათ და აღარ შემცირდებიან; პატივს მივაგებ და არად ჩასაგდებნი აღარ იქნებიან.
  19. იესო ნავეს ძე 3:7
    უთხრა უფალმა იეშუას: „ამ დღეს დავიწყებ შენს განდიდებას მთელი ისრაელის თვალწინ, რათა იცოდნენ, რომ, როგორც მოსესთან ვიყავი, ისე ვიქნები შენთანაც.
  20. იესო ნავეს ძე 4:14
    იმ დღეს განადიდა უფალმა იეშუა მთელი ისრაელის თვალში და სიცოცხლის ბოლომდე ეშინოდათ მისი, როგორც ეშინოდათ მოსესი.
  21. 1 პეტრეს 2:20
    რადგან რა სარგებელია თუ დანაშაულისთვის გცემენ და ითმენთ? მაგრამ თუ კეთილის ქმედებისთვის ითმენთ ტანჯვას, ეს არის მადლი ღვთის წინაშე!

← ყველა თემა „ღ“-ზე