მთავარითემები „გ“გამარჯვების აღთქმა

გამარჯვების აღთქმა

14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 12:20
    ნაგვემ ლერწამს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ვიდრე სამართალს გამარჯვებამდე არ მიიყვანს;
  2. იოანეს 16:33
    ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამხნევდით! მე ვძლიე წუთისოფელს".
  3. 1 კორინთელთა 15:24
    მერე დადგება აღსასრული, როცა მეფობას გადასცემს უფალსა და მამას – მას შემდეგ, როცა გააუქმებს ყოველ მთავრობას, ყოველ უფლებასა და ძალას.
  4. გამოცხადება 3:21
    გამარჯვებული ჩემთან ერთად დაჯდება ჩემს ტახტზე, ისევე, როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზე”.
  5. გამოცხადება 5:5
    და მითხრა ერთმა უხუცესთაგანმა: „ნუ სტირი, აი გაიმარჯვა ლომმა იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რათა გახსნას წიგნი და მისი შვიდი ბეჭედი”.
  6. გამოცხადება 6:2
    შევხედე და, აჰა, თეთრი ცხენი და ზედ მხედარი, რომელსაც მშვილდი ეჭირა და მიცემული ჰქონდა გვირგვინი; გამოვიდა გამარჯვებით, რათა გაიმარჯვოს.
  7. გამოცხადება 17:14
    ისინი შეებრძოლებიან კრავს და კრავი გაიმარჯვებს მათზე, ვინაიდან ის არის უფალთა უფალი და მეფეთა მეფე, და მასთან მყოფნი მოწოდებულნი, რჩეულნი და ერთგულნი არიან”.
  8. ფსალმუნები 43:5
    შენით ვდევნით ჩვენს მტრებს; შენი სახელით ვთრგუნავთ ჩვენს მოდავეებს.
  9. მალაქია 4:3
    გათელავთ ბოროტთ, ვინაიდან ნაცრად იქცევიან ისინი თქვენს ფერხთა ქვეშ იმ დღეს, მე რომ ვამზადებ – ამბობს ცაბაოთ უფალი.
  10. ლუკას 10:19
    აჰა, გაძლევთ თქვენ ძალაუფლებას გველთა, მორიელთა და მტრის ყოველგვარი ძალის დასათრგუნად; თქვენ კი არაფერი გევნებათ.
  11. რომაელთა 8:35-37
    ვინ ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ჭირი თუ შევიწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი? როგორც წერია: „რადგან შენ გამო გვხოცავენ ყოველდღე, დასაკლავ ცხვრებად ვართ მიჩნეულნი”. მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით.
  12. 1 იოანეს 5:4
    რადგან ყველა, ვინც ღმერთისგან არის შობილი, სძლევს წუთისოფელს; და ეს არის ძლევა, და წუთისოფლის მძლეველი – ჩვენი რწმენა.
  13. გამოცხადება 15:2
    და ვიხილე მსგავსი ცეცხლშერეული მინის ზღვისა; და დგანან მინის ზღვაზე გამარჯვებულნი მხეცზე, მის ხატებასა და მისი სახელის რიცხვზე და ხელთ ღმერთის ქნარები უჭირავთ.
  14. 1 კორინთელთა 15:57
    მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს გამარჯვებას ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით.

← ყველა თემა „გ“-ზე