მთავარითემები „ე“ეკლესიის სახელწოდებები

ეკლესიის სახელწოდებები

20 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 88:7
    დიდად საშიშია ღმერთი წმინდანთა კრებულში, შიშის მომგვრელია ის მის ირგვლივ მყოფთა შორის.
  2. ფსალმუნები 100:1
    ალელუია! მთელი გულით მივაგებ მადლობას უფალს, მართალთა საკრებულოსა და თემში.
  3. ეფესელთა 1:22-23
    და ყოველივე დაამხო მის ფერხთა ქვეშ და დაუმორჩილა, და ის დაადგინა ყოველივეზე მაღლა, თავად ეკლესიისა, რომელიც მისი სხეულია, სისრულე აღმავსებლისა ყოველივესი ყოველივეში.
  4. კოლოსელთა 1:24
    ახლა კი ვხარობ, თქვენს გამო რომ ვიტანჯები და ქრისტეს დაკლებულ ჭირთ ვავსებ საკუთარი ხორცით მისი სხეულისთვის, რომელიც არის ეკლესია,
  5. ესაია 60:21
    მთელი შენი ხალხი მართალი იქნება და საუკუნოდ დაიმკვიდრებს ქვეყანას ჩემი დარგული ყლორტი, ჩემს ხელთა ქმნილება, რათა განვდიდდე მე.
  6. გამოცხადება 21:9
    და მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგანი, უკანასკნელი წყლულებით სავსე შვიდი თასი რომ ჰქონდათ, და მითხრა: „მოდი და გაჩვენებ საპატარძლოს, კრავის ცოლს”.
  7. საქმეები 20:28
    მაშ, გაუფრთხილდით საკუთარ თავსაც და თქვენს მთელ სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც დაგაყენათ სულიწმიდამ, რათა მწყემსოთ ღმერთის ეკლესია, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა.
  8. 1 ტიმოთეს 3:15
    მაგრამ თუ დავიგვიანებ, იცოდე, როგორ მოიქცე ღვთის სახლში, რომელიც ცოცხალი ღმერთის ეკლესიაა, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი.
  9. ებრაელთა 12:23
    მოზეიმე საკრებულოს და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას, ყოველივეს გამკითხავ ღმერთს და განსრულებულ მართალთა სულებს;
  10. ფსალმუნები 73:19
    ნუ მისცემ მხეცებს შენი გვრიტის სიცოცხლეს, ნურასოდეს დაივიწყებ შენი ღარიბების სიცოცხლეს.
  11. ქებათა-ქება სოლომონისა 2:14
    კლდის ფარულ ნაპრალში შეხიზნულო, ჩემო მტრედო! მაჩვენე შენი სახე, მომასმენინე შენი ხმა, რადგან ტკბილია შენი ხმა და მშვენიერია შენი სახე.
  12. ეზეკიელი 34:15
    თვითონ ვაძოვებ ჩემს ცხვარს და მოვასვენებ!” - ამბობს უფალი ღმერთი.
  13. იოანეს 10:16
    მე სხვა ცხვრებიც მყავს, რომლებიც ამ ფარეხისა არ არიან. ისინიც უნდა მოვიყვანო; მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი.
  14. გამოცხადება 1:20
    რაც შეეხება შვიდი ვარსკვლავის საიდუმლოს, ჩემს მარჯვენაში რომ იხილე, და ოქროს შვიდ სალამპრეს: შვიდი ვარსკვლავი შვიდი ეკლესიის ანგელოზებია, ხოლო შვიდი სალამპრე შვიდი ეკლესიაა”.
  15. 1 კორინთელთა 3:9
    ვინაიდან ჩვენ ღმერთის თანამშრომელნი ვართ, თქვენ კი - ღმერთის ყანა და ღმერთის შენობა.
  16. ეფესელთა 2:22
    რომელშიც თქვენც შენდებით, რათა იყოთ ღვთის სამკვიდრებელი სულში.
  17. გალატელთა 4:26
    ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია - ის ყველა ჩვენგანის დედაა.
  18. ეფესელთა 2:19
    მაშასადამე, თქვენ, უკვე აღარ ხართ ხიზნები და უცხონი, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი,
  19. ფსალმუნები 2:6
    მე დავადგინე ჩემი მეფე სიონზე - ჩემს წმიდა მთაზე.
  20. 1 კორინთელთა 3:10
    მე, ღმერთის მიერ ჩემთვის ბოძებული მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავუდე, ხოლო სხვა აშენებს მასზე; მაგრამ თითოეულმა უყუროს, როგორ აშენებს.

← ყველა თემა „ე“-ზე