მთავარითემები „დ“დედამიწის შექმნა

დედამიწის შექმნა

18 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გამოსვლა 20:11
    რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყოველი, რაც მასშია, მეშვიდე დღეს კი დაისვენა. ამისათვის აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდა-ყო იგი.
  2. ნეემია 9:6
    შენ ხარ უფალი, მხოლოდ შენ; შენ შეჰქმენ ცა და ცანი ცათანი და მთელი მათი ლაშქარი, მიწა და ყოველი, რაც მასზეა, ზღვები და ყოველი, რაც მათშია; ყველას მაცოცხლებელი შენა ხარ, და შენა გცემს თაყვანს ზეცის ლაშქარი.
  3. საქმეები 14:15
    ხალხნო, ამას რას აკეთებთ? ჩვენც თქვენი მსგავსი ადამიანები ვართ და გახარებთ, რომ ამ ამაოებათაგან მოიქცეთ ცოცხალი ღმერთისაკენ, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია;
  4. დაბადება 1:1-2
    თავდაპირველად შექმნა ღმერთმა ცა და მიწა. მიწა იყო უსახო და უდაბური, და ბნელი იწვა უფსკრულებზე, და სული ღვთისა მიმოქროდა წყლებზე.
  5. გამოსვლა 31:17
    ეს იყოს საუკუნო ნიშნად ჩემსა და ისრაელიანთა შორის, რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, მეშვიდე დღეს კი იუქმა და დაისვენა.
  6. 4 მეფეთა 19:15
    და ილოცა ხიზკიამ უფლის წინაშე და თქვა: „უფალო, ღმერთო ისრაელისა, ქერუბიმებზე ამხედრებულო, შენა ხარ ერთადერთი ღმერთი ქვეყნიერების ყველა სამეფოსი, შენ შეჰქმენ ცა და დედამიწა.
  7. იობი 26:7
    მან განავრცო ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არარაობაზე დაჰკიდა დედამიწა.
  8. ფსალმუნები 73:17
    შენ დასდე ქვეყნიერების ყველა საზღვარი, ზაფხულ-ზამთარი შენ დაადგინე.
  9. ესაია 44:24
    ასე ამბობს უფალი, შენი გამომხსნელი და დედის მუცელში შენი გამომსახველი: „მე ვარ უფალი, ყოვლისშემოქმედი, ცის გარდამრთხმელი, დედამიწის დამგები,
  10. ესაია 45:12
    მე შევქმენი დედამიწა და გავაჩინე ადამიანი მასზე; მე, ჩემმა ხელებმა, გადაფინეს ზეცანი და მთელ მათ მხედრობას მივეცი წესი.
  11. ესაია 48:13
    ჩემმა ხელმა დააფუძნა მიწა და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ცა. მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან.
  12. იერემია 10:12
    უფალმა შექმნა დედამიწა თავისი ძალით, განამტკიცა სამყარო თავისი სიბრძნით, და თავისი გონიერებით განავრცო ზეცა,
  13. იერემია 27:5
    მე შევქმენი ეს ქვეყანა და ადამიანი და პირუტყვი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, ჩემი დიდი ძალით და აღმართული მკლავით, და მივეცი მათ, ვინც ღირსად ჩავთვალე.
  14. ამოსი 4:13
    რადგან, აჰა, ის, მთათა გამომსახველი და ქარის შემქმნელი, კაცისთვის მისი ფიქრის გამომცხადებელი, ნათლის ბნელად გარდამქცეველი და ქვეყნის სიმაღლეთა გადამთელავი, უფალი ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი!
  15. იოანეს 1:3
    ყოველივე მის მიერ შეიქმნა და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა.
  16. ებრაელთა 11:3
    რწმენით ვიცით, რომ საუკუნეები წარმოქმნილია ღმერთის სიტყვით, რადგან ხილული წარმოიშვა უხილავისაგან.
  17. 2 პეტრეს 3:5
    ისინი განზრახ ივიწყებენ, რომ ძველთაგანვე ღმერთის სიტყვით არის შექმნილი ცა და მიწა, წყლისაგან და წყლის მიერ;
  18. გამოცხადება 14:7
    ამბობდა დიდი ხმით: „გეშინოდეთ ღმერთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი. თაყვანი ეცით ცისა და მიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს.

← ყველა თემა „დ“-ზე