მთავარითემები „დ“დედამიწა ღმერთის კუთვნილებაა

დედამიწა ღმერთის კუთვნილებაა

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მეორე რჯული 10:14
    უფლის, შენი ღმერთის, არის ცანი და ცანი ცათანი, მიწა და ყოველივე, რაც მასზეა.
  2. ფსალმუნები 23:1
    უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მკვიდრნი მისნი.
  3. ფსალმუნები 94:4-5
    მის ხელთაა სიღრმენი მიწისა, და მთების მწვერვალებიც მისია. მისია ზღვა, მან შექმნა იგი; და ხმელეთიც მის ხელთა ქმნილებაა.
  4. გამოსვლა 9:29
    უთხრა მას მოსემ: „ქალაქიდან გასვლისას გავიწვდი ხელებს უფლისაკენ, გრგვინვა დაცხრება და სეტყვა აღარ იქნება, რათა გაიგო, რომ უფლისაა ქვეყანა.
  5. იესო ნავეს ძე 3:13
    როდესაც კიდობნის, მთელი ქვეყნის უფლის კიდობნის მტვირთელი მღვდლების ფეხის ტერფები ჩადგებიან იორდანეს წყლებში, წყალი გაიპობა: მათ ქვემოთა წყალი ჩაიწრიტება, ზემოდან მომდინარე წყალი კი შეჩერდება და კედლად შედგება.
  6. 1 მეფეთა 2:8
    გლახაკს მიწა-მტვრიდან წამოაყენებს, უპოვარს სანაგვიდან აღამაღლებს, რათა დიდებულთა გვერდით დასვას; დიდების ტახტს დაუმკვიდრებს მათ, რადგან უფლისაა დედამიწის საფუძვლები და სამყარო მათზე დაამყარა.
  7. 1 ნეშტთა 29:11
    შენია, უფალო, დიდება, ძლიერება, ქება, ძლევა და დიდებულება, ისევე როგორც ყოველივე ცასა და მიწაზე! შენია, უფალო, მეფობა, ყველაზე აღმატებული ხარ მთავრად!
  8. ფსალმუნები 46:9
    ხალხთა მთავარნი შეიკრიბნენ აბრაამის ღმერთის ხალხად, რადგან ღმერთისაა ფარნი ქვეყნისანი; ამაღლდა ფრიად!
  9. ფსალმუნები 88:11
    შენია ცანი, დედამიწაც შენია; სამყარო და მისი სავსება შენ დააფუძნე.
  10. 1 კორინთელთა 10:26
    რადგან „უფლისაა დედამიწა და მთელი მისი სავსება.

← ყველა თემა „დ“-ზე