მთავარითემები „დ“დაცემა

დაცემა

14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 18:12
    ქედმაღლობა წინ უსწრებს დამხობას, მორჩილება კი წინ უძღვის დიდებას.
  2. იგავნი 24:16
    რადგან შვიდჯერაც რომ დაეცეს მართალი, მაინც ადგება, უკეთურნი კი დაიღუპებიან.
  3. იგავნი 28:18
    უმწიკვლოდ მავალი გადარჩება, ხოლო ორი გზით გამრუდებული ერთზე დაეცემა.
  4. იგავნი 16:18
    სიამაყე წინ უძღვის დაღუპვას და დაცემას წინ უძღვის ქედმაღლობა.
  5. იერემია 50:32
    და წაიბორძიკებს გამედიდურებული და დაეცემა; არავინ იქნება მისი ამყენებელი; ცეცხლს მივცემ მის ქალაქებს და ის შეჭამს მის დაბა-სოფლებს.
  6. იგავნი 29:16
    უკეთურთა მმრთველობისას დანაშაული მრავლდება; მაგრამ მართალნი იხილავენ მათ დამხობას.
  7. ოსია 14:1
    მოიქეც, ისრაელ, შენი უფალი ღმერთისკენ, რადგან წაფორხილდი შენს უკეთურებაზე.
  8. ოსია 14:9
    ვინც ბრძენია, შეიგრძნოს ეს, ვინც გონიერია, იცოდეს ეს, რადგან სწორია უფლის გზები და მართალნი დადიან მასზე; განდგომილნი კი ფორხილობენ მასზე.
  9. ფსალმუნები 26:2
    თუ დამესხმიან თავს ბოროტნი ჩემს ჩასანთქმელად, მჩაგვრელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი, თვით წაბორძიკდებიან და დაეცემიან.
  10. ფსალმუნები 35:12
    იქ დაეცნენ მოქმედნი უსამართლობისა, დავარდნენ და აღარ ძალუძთ წამოდგომა.
  11. ფსალმუნები 19:8
    ისინი მოიდრიკებიან და დაეცემიან, ჩვენ კი წამოვდგებით და წელში გავიმართებით.
  12. 2 მეფეთა 22:39
    ვსპობ და ვანადგურებ, ვეღარ დგებიან, და ჩემს ფერხთით ეცემიან.
  13. ფსალმუნები 17:38
    დავედევნები ჩემს მტრებს, წამოვეწევი და არ დავბრუნდები, ვიდრე არ მოვსპობ.
  14. იგავნი 24:17
    შენი მტრის დაცემისას ნუ გაიხარებ, და ფეხს რომ წაიტეხავს, ნუ გაიხარებს შენი გული,

← ყველა თემა „დ“-ზე