მთავარითემები „ა“ადამიანის წარმართვა ღმერთისკენ

ადამიანის წარმართვა ღმერთისკენ

25 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ლევიანნი 10:3
    უთხრა მოსემ აჰარონს: „ესაა, რასაც ამბობდა უფალი: წმინდად უნდა მომეპყრას ვინც მომიახლოვდება და განვდიდდები მთელი ხალხის წინაშე”. და დადუმდა აჰარონი.
  2. მეორე რჯული 6:13
    გეშინოდეს უფლის, შენი ღმერთის, მას ემსახურე და საფიცრად გქონდეს მისი სახელი.
  3. მეორე რჯული 10:12
    ახლა რას ითხოვს უფალი, შენი ღმერთი შენგან, ისრაელ? მხოლოდ იმას, რომ გეშინოდეს უფლის, შენი ღმერთის, დადიოდე მისი გზით, გიყვარდეს უფალი ღმერთი და ემსახურო მას მთელი შენი გულით და მთელი შენი არსებით;
  4. ფსალმუნები 88:7
    დიდებულია ღმერთი წმიდათა კრებულში, და საშიშია ყველასთვის ირგვლივ.
  5. ფსალმუნები 94:1-2
    მოდით, ვუგალობოთ უფალს, სიხარულით შევძახოთ ჩვენი ხსნის ბურჯს. სამადლობელით წარვდგეთ მის წინაშე და სიმღერით ხოტბა შევასხათ მას.
  6. ფსალმუნები 99:2
    სიხარულით ემსახურეთ უფალს, მიდით მის წინაშე სიმღერით.
  7. ფსალმუნები 127:1
    ნეტარია ყოველი, ვინც უფლის მოშიშია და მისი გზებით დადის!
  8. ეკლესიასტე 5:2
    ენა ნუ გაგისწრებს წინ და გული ნუ აგიჩქარდება ღმერთის წინაშე სიტყვის სათქმელად, რადგან ღმერთი ცაშია, შენ კი – მიწაზე. ამიტომ შეიკავე თავი მრავალსიტყვაობისაგან.
  9. მათეს 6:7
    ლოცვის დროს კი ნუ მოჰყვებით ამაო სიტყვების გამეორებას, როგორც წარმართები იქცევიან, რადგან ჰგონიათ, რომ მრავალსიტყვაობის გამო იქნებიან შესმენილნი.
  10. მათეს 10:28
    ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ შეუძლია. უფრო მეტად იმის გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია და სხეულისაც გეენაში.
  11. ლუკას 10:27
    მან უპასუხა: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით; და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი”.
  12. საქმეები 23:1
    პავლემ მზერა მიაპყრო სინედრიონს და თქვა: „კაცნო, ძმანო, ყოველივეში კეთილი სინდისით ვმოქალაქეობდი ღვთის წინაშე დღემდე”.
  13. საქმეები 24:16
    ამიტომ ვცდილობ ყოველთვის, ყველაფერში უმწიკვლო სინდისით ვიყო ღვთისა და კაცთა წინაშე.
  14. 1 იოანეს 5:3
    რადგან ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს; ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია.
  15. რომაელთა 12:1
    ამიტომ, გევედრებით ძმებო, ღვთიური თანაგრძნობის მეშვეობით წარუდგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ და წმიდა, ღვთისათვის სასურველ მსხვერპლად, ანუ თქვენი გონივრული მსახურება.
  16. 1 კორინთელთა 15:58
    ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმებო, იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ იუხვეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არ არის თქვენი შრომა უფალში.
  17. 2 კორინთელთა 4:1-2
    ამიტომ, რაკი ღვთის წყალობით ასეთი მსახურება გვაქვს, არ ვცხრებით, არამედ უარვყავით ყოველივე რაც სამარცხვინო და დაფარულია, და არა მზაკვრობითა და ღვთის სიტყვის გაყალბებით, არამედ ჭეშმარიტების წარმოჩენით წარვუდგენთ ჩვენს თავს ყველა ადამიანის სინდისს, ღვთის წინაშე.
  18. 2 კორინთელთა 7:1
    ამიტომ, ჩემო საყვარელნო, როცა ასეთი აღთქმანი გვაქვს, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი სიბილწისგან და ღვთის მოშიშებით აღვასრულოთ სიწმიდე.
  19. ტიტეს 2:11-13
    ვინაიდან გამოჩნდა ღვთის მადლი, რომელიც ყველა ადამიანის მხსნელია, რომელიც გვასწავლის, რომ უარვყოთ უღმერთობა და ამქვეყნიური გულისთქმანი, და გონივრულად, სიმართლითა და ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ ამ წუთისოფელში. ნეტარების იმედით მოველოდეთ, ჩვენი დიადი ღვთისა და ჩვენი მაცხოვრის, ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას,
  20. ებრაელთა 6:1
    ამიტომ, მივატოვოთ ქრისტეს სიტყვის საწყისები და ვესწრაფოთ სრულყოფას; ნუღარ ჩავუყრით საძირკველს მკვდარი საქმეების მონანიებასა და ღვთის რწმენას,
  21. ებრაელთა 9:14
    მით უმეტეს ქრისტეს სისხლი, რომელმაც მარადიული სულით შესწირა ღმერთს თავისი უბიწო თავი, განწმედს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისგან ცოცხალი ღმერთის სამსახურისთვის.
  22. ებრაელთა 10:19-22
    მაშ, ძმანო, რაკი იესოს სისხლის მეშვეობით გაბედულება გვაქვს შევიდეთ წმიდათა წმიდაში, ჩვენთვის ბოძებული ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც გაგვიხსნა, კრეტსაბმელით, - რაც მისი სხეულია, და მღვდელმთავრით ღვთის სახლზე, მივუახლოვდეთ მას მართალი გულებით და სრული რწმენით, ბოროტი სინდისისგან სხურებით გულგაწმედილნი და სუფთა წყლით სხეულგანბანილნი.
  23. ებრაელთა 12:9
    თუ ჩვენი ხორციელი მამების წვრთნას მოწიწებით ვიღებდით, განა უფრო მეტად არ უნდა დავემორჩილოთ სულთა მამას, რათა ვიცოცხლოთ?
  24. ებრაელთა 12:28
    ამიტომ ჩვენ, ვინც შეუძრავ სამეფოს ვღებულობთ, გამოვიჩინოთ მადლიერება, რომლითაც ვემსახურებით ღმერთს სათნოდ, მოწიწებითა და მოშიშებით.
  25. გამოცხადება 15:4
    ვინ არ შეშინდება, უფალო, და არ განადიდებს შენს სახელს? რადგან მხოლოდ შენა ხარ წმიდა. ამიტომ ყველა ერი მოვა და თაყვანს გცემს შენ, ვინაიდან გამოჩნდა შენი სამართალნი”.
მსგავსი თემები:

← ყველა თემა „ა“-ზე