მთავარითემები „წ“წუთისოფელი

წუთისოფელი

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 2 კორინთელთა 4:18
    რადგან ვუყურებთ არა ხილულს, არამედ - უხილავს, ვინაიდან ხილული დროებითია, ხოლო უხილავი - საუკუნო.
  2. 2 კორინთელთა 5:1
    რადგან ვიცით, რომ როცა დაინგრევა ეს ჩვენი მიწიერი სახლი - კარავი, ღვთისგან გვაქვს შენობა ზეცაში, ხელთუქმნელი სახლი, საუკუნო.
  3. ფსალმუნები 48:12
    მაგრამ ვერ დამკვიდრდებიან პატივში, რადგან პირუტყვივით არიან, რომელიც იღუპება.
  4. ფსალმუნები 102:15-16
    ბალახივით არის დღენი კაცისა, ველის ყვავილივით აყვავდება.  ქარი გადაუქროლებს და - აღარ არის, ვეღარავინ იცნობს მის ადგილსამყოფელს.
  5. ესაია 38:12
    მწყემსის კარავივით ამოიძირკვა ჩემი სამკვიდრო და გამეცალა; მქსოველივით ვახვევდი ჩემი ცხოვრების ძაფს, სართავის ძირშივე მოვიკვეთე; დღედაღამ ველოდი, რომ ბოლოს მომიღებდი.
  6. 2 პეტრეს 1:13-14
    და სწორად მიმაჩნია, სანამ ამ კარავში ვიმყოფები, შეხსენებით გამოგაფხიზლოთ.  რადგან ვიცი, რომ მალე უნდა დავტოვო ჩემი კარავი, როგორც ჩვენმა უფალმა, იესო ქრისტემ გამომიცხადა.
  7. ფსამუნები 38:4
    მაუწყე, უფალო, ჩემი აღსასრული და ჩემი დღეების რაოდენობა, რათა ვიცოდე, რა დღემოკლე ვარ.
  8. იობი 7:6
    ჯარაზე სწრაფად მიჰქრიან ჩემი დღეები და უიმედობაში იწურებიან.
  9. იობი 8:9
    რადგან გუშინდელნი ვართ და არაფერი ვიცით, რადგან ჩრდილია ჩვენი დღეები დედამიწაზე.
  10. იაკობის 4:14
    თუმცა ისიც კი არ იცით, ხვალ რა მოხდება, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ორთქლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება.
  11. იობი 14:1-2
    ადამიანი, დედაკაცის ნაშობი, დღემოკლეა და სავსეა წუხილით.  ყვავილივით გაიფურჩქნება და ჭკნება, ჩრდილივით გადაივლის და ქრება.
  12. ესაია 40:6
    ხმა ამბობს: თქვი! მიუგებს: რა ვთქვა? ყველა ხორციელი ბალახივითაა და მისი ყოველი მშვენება - მინდვრის ყვავილივით.
  13. ფსალმუნები 101:11
    ჩემი დღეები გადახრილი ჩრდილივითაა და მეც ვხმები ბალახივით.

← ყველა თემა „წ“-ზე