მთავარითემები „უ“უნდობლობა

უნდობლობა

16 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. დაბადება 50:15-17
    და დაინახეს იოსების ძმებმა, რომ მოკვდა მათი მამა, და თქვეს: „ვაითუ გვიმტროს იოსებმა ყველა იმ ბოროტებისათვის, რაც გავუკეთეთ მას!” და შეუთვალეს იოსებს: „მამაშენმა გვიანდერძა სიკვდილის წინ: ‘ასე უთხარით იოსებს: გემუდარები, აპატიე შენს ძმებს დანაშაული და ცოდვა, ბოროტად რომ მოგექცნენ. და ახლა აპატიე დანაშაული მამაშენის ღმერთის მსახურებს.’” და ატირდა იოსები, როცა ამას ეუბნებოდნენ.
  2. საქმეები 15:37-38
    ბარნაბას სურდა, თან წაეყვანა იოანე, მარკოზად წოდებული. პავლეს სწორად არ მიაჩნდა მისი წაყვანა, ვინც ჩამოშორდა მათ პამფილიაში და არ წაჰყვა მათ საქმეზე.
  3. სოფონია 3:2
    ხმას არ უსმინა, არ შეიგონა, უფალს არ ესავდა, თავის ღმერთს არ მიეახლა.
  4. მეორე რჯული 1:32-33
    ამის შემდეგაც არ ერწმუნეთ უფალს, თქვენს ღმერთს, რომელიც წინ მიგიძღვოდათ, რათა დასაბანაკებელი ადგილი მოენახა თქვენთვის, – ღამით ცეცხლივით მიდიოდა, რათა ეჩვენებინა თქვენთვის სწორი გზა, დღისით კი ღრუბლის სახით მიდიოდა.
  5. ფსალმუნები 77:7
    და დაამყარონ ღმერთზე თავიანთი იმედი, და არ დაივიწყონ ღმერთის საქმენი, და დაიცვან მისი აღთქმანი
  6. იერემია 13:25
    ეს არის შენი ხვედრი, ჩემგან გამოზომილი შენი წილი,” – სიტყვა უფლისა, – „რადგან დამივიწყე მე და ტყუილზე იყავი მინდობილი.
  7. ეზეკიელი 33:13
    როდესაც ვეუბნები მართალს: იცოცხლებ-მეთქი, ხოლო მას იმედი აქვს თავისი სიმართლისა და ბოროტებას იქმს, მის სიმართლეს არავინ გაიხსენებს და მისგან ჩადენილი ბოროტებით მოკვდება.
  8. მალაქია 3:6-10
    რადგან მე, უფალი ვარ – არ შევცვლილვარ; და თქვენც, იაკობის ძენო, არ შეცვლილხართ. თქვენი წინაპრების დღეებიდან მოყოლებული, გადაუხვიეთ ჩემს რჯულს და არ აღასრულებდით მას. მობრუნდით ჩემსკენ და მეც მოვბრუნდები თქვენსკენ, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. თქვენ კი ამბობთ: როგორ მოვბრუნდეთო? განა ადამიანი უნდა ატყუებდეს ღმერთს? თქვენ კი მაინც მატყუებთ მე და ამბობთ: როგორ გატყუებთო? მეათედში და შესაწირავში! წყევლითა ხართ დაწყევლილნი, რადგან მატყუებთ მე მთელი ერი. სრულად მოიტანეთ მეათედი საგანძურში რათა იყოს საკვები ჩემს სახლში. აბა, გამომცადეთ ამით, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი, – თუ არ გაგიხსნათ ცათა სარკმელები და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აურწყველად.
  9. იობი 4:18
    თავის მსახურებსაც კი არ ენდობა ის, და თავის ანგელოზებშიც კი პოულობს ნაკლს!
  10. იობი 15:15
    აჰა, თავისი წმიდებსაც არ ერწმუნება იგი, და მის თვალში ზეცაც კი არ არის სუფთა,
  11. იოანეს 2:24
    თვითონ იესო კი არ ანდობდა მათ თავს, რადგან ყველას სცნობდა.
  12. ფსალმუნები 117:8
    უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება ადამიანზე.
  13. ფსალმუნები 5:9
    რადგან არ არის ჭეშმარიტება მათ ბაგეებზე, ბილწია მათი შიგნეულობა, მათი ხორხი ღია საფლავია, მათი ენები – მაცდუნებელნი.
  14. ფსალმუნები 43:6-7
    რადგან ჩემს მშვილდზე არა ვარ დანდობილი და ვერც ჩემი მახვილი მიხსნის, არამედ შენ გვიხსენი ჩვენი მტრებისაგან და ჩვენი მოძულეები შეარცხვინე.
  15. ფსალმუნები 145:3-4
    ნუ დაამყარებთ იმედს მთავრებზე, ადამის ძეებზე, რომელთაც არ შეუძლიათ შველა, როდესაც ამოუვათ სული, დაუბრუნდებიან მიწას; იმ დღესვე განქარდება მისი გეგმები.
  16. მიქა 7:5
    ნუ ერწმუნები ახლობელს, ნუ ენდობი მეგობარს, შენს მკლავზე მწოლისგან დაიცავი შენს ბაგეთა კარი!

← ყველა თემა „უ“-ზე