მთავარითემები „უ“უკვდავება ძველ აღთქმაში

უკვდავება ძველ აღთქმაში

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 89:2
    ვიდრე მთები დაიბადებოდნენ და შექმნიდი დედამიწასა და სამყაროს, უსასრულობიდან უსასრულობამდე შენა ხარ ღმერთი.
  2. ნეემია 9:5
    ამის შემდეგ ლევიანები – იეშუა, კადმიელი, ბანი, ხაშაბნეია, შერებია, ჰოდია, შებანია, ფეთახია ამბობდნენ: „ადექით და აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი უკუნითი უკუნისამდე! და კურთხეულ იყოს შენი დიდებული სახელი, რომელიც ყოველ კურთხევასა და ქებას აღემატება.
  3. ფსალმუნები 40:13
    კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, უკუნითი უკუნისამდე! ამინ, ამინ.
  4. ესაია 9:6
    რადგან ვაჟი შეგვეძინა, ძე მოგვეცა; მის მხრებზე დაივანებს მმართველობა და ეწოდება მას სახელად საკვირველი მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, საუკუნო მამა და მშვიდობის მთავარი.
  5. ესაია 40:28
    განა არ იცი, განა არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების დამფუძნებელი, არც იღლება და არც იქანცება, გამოუკვლეველია მისი გონება.
  6. აბაკუმი 1:12
    განა უძველესი დროიდან არა ხარ, ჩემო ღმერთო, ჩემო წმიდავ? არ მოვკდებით! უფალო, გასასამართლებლად გყავს განწესებული ისინი; ბურჯო ჩემო, სამხილებლად გყავს დადგენილნი.
  7. მეორე რჯული 33:27
    შენი თავშესაფარია საუკუნო ღმერთი და ქვემოდანაა მისი მარადიული მკლავები; დევნის მტერს შენგან და თქვა: გაანადგურე!
  8. დაბადება 9:16
    გამოჩნდება ცისარტყელა ღრუბლებში, დავინახავ მას და გავიხსენებ საუკუნო აღთქმას ღმერთსა და ყოველ მიწიერ ხორციელ არსებას შორის, რაც კი არის დედამიწაზე”.
  9. დაბადება 17:7
    აღთქმას ვდებ ჩემსა და შენს და შენს შთამომავლობას შორის თაობიდან თაობამდე, საუკუნო აღთქმას, რომ შენი და შენი მოდგმის ღმერთი ვიქნები.
  10. 1 ნეშტთა 16:16-17
    აღთქმა, რომელიც აბრაჰამს დაუდო, და ფიცი თვისი – ისაკს. დაუდგინა იგი იაკობს კანონად, ხოლო ისრაელს – საუკუნო აღთქმად,
  11. ფსალმუნები 9:7
    უფალი კი საუკუნოდ მკვიდრობს. სამართლისთვის დააფუძნა თავისი ტახტი.
  12. ფსალმუნები 48:15
    მე კი, ღმერთი გამომისყიდის საფლავის ხელიდან, რადგან მიმიღებს მე.
  13. ეკლესიასტე 12:7
    ვიდრე დაუბრუნდებოდეს მტვერი მიწას, როგორც იყო, სული კი დაბრუნდებოდეს ღმერთთან, რომელმაც მისცა.

← ყველა თემა „უ“-ზე