ბიბლიის მუხლები თემაზე
უიმედობის გადაწყვეტა
7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ესაია 26:3
აზრებში მტკიცეს სრულყოფილ სიმშვიდეში დაიფარავ, რადგან შენზეა მონდობილი.
- ფსალმუნები 36:1-5
ნუ განრისხდები ბოროტმოქმედთა გამო, უკანონობის ჩამდენების ნუ შეგშურდება. რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით დაჭკნებიან. მიენდე უფალს და ჰქმენ კეთილი; დამკვიდრდი ქვეყანაზე და შეინარჩუნე ერთგულება. ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის საწადელს. ღმერთს მიანდე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს.
- იგავნი 14:26
უფლის შიში მტკიცე სიმაგრეა; თავშესაფარია იგი შენთვის და შენი შვილებისთვის.
- მეორე რჯული 33:12
ბენიამინის შესახებ თქვა: „უფლის მიერ სიმშვიდეში დამკვიდრებულა უფლის მიერ შეყვარებული, დღენიადაგ მფარველობს მას და უფალი მკვიდრობს მის მხრებს შორის.
- ფსალმუნები 15:5
უფალია წილი ჩემი მემკვიდრეობისა და თასისა; შენს ხელშია ჩემი ხვედრი.
- ფსალმუნები 47:8
როგორც ვისმინეთ, ისე ვიხილეთ - ცაბაოთ უფლის ქალაქში, ჩვენი ღმერთის ქალაქში. ღმერთი დააფუძნებს მას უკუნისამდე.
- იგავნი 3:5-6
მთელი შენი გულით მიენდე უფალს და შენს გონიერებას ნუ დაეყრდნობი. ყოველ შენს გზაზე შეიცანი უფალი და ის მოგისწორებს ბილიკებს.