მთავარითემები „ს“სუფთა გულის ადამიანი

სუფთა გულის ადამიანი

22 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 23:4
    ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც ამაო კერპებს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცია,
  2. იგავნი 21:8
    მრუდეა უმართლოს გზა, სუფთა კაცი კი პირდაპირია მოქმედებაში.
  3. გოდება იერემიასი 4:7
    სიონის მთავარნი თოვლზე სპეტაკნი იყვნენ, რძეზე თეთრნი; მათი პირისახე მარჯანზე ღაჟღაჟა იყო, შეხედულებით საფირონს ჰგავდნენ.
  4. ფსალმუნები 118:9
    როგორ შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას იგი შენი სიტყვისამებრ.
  5. იგავნი 20:9
    ვინ იტყვის: გული გავისუფთავე, განწმედილი ვარო ჩემი ცოდვისგან?
  6. 2 კორინთელთა 11:3
    მაგრამ ვშიშობ, რომ როგორც გველმა აცდუნა ევა თავისი მზაკვრობით, ასევე არ გაიხრწნას თქვენი გონება და არ გადაუხვიოთ უბრალოებასა და სიწმიდეს ქრისტეში.
  7. 1 ტიმოთეს 4:12
    აბუჩად არავინ აგიგდოს შენი სიჭაბუკის გამო, არამედ ნიმუში იყავი მორწმუნეთათვის – სიტყვაში, საქმეში, სიყვარულში, სულში, რწმენაში, სიწმიდეში.
  8. 1 ტიმოთეს 5:2
    დედაკაცები - როგორც დედები, ყმაწვილქალები – როგორც დები, მთელი სიწმიდით.
  9. 1 ტიმოთეს 5:22
    არავის დაასხა ხელი ნაჩქარევად და სხვათა ცოდვების მოზიარე არ გახდე; წმიდად შეინახე თავი.
  10. 1 პეტრეს 3:2
    იხილავენ რა თქვენს სუფთა და მოშიშ ქცევას.
  11. მათეს 5:8
    ნეტარ არიან გულით სუფთანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ.
  12. ფსალმუნები 72:1
    ნამდვილად კეთილია ღმერთი ისრაელისადმი, გულით სუფთების მიმართ.
  13. 1 ტიმოტეს 1:5
    ხოლო მცნების მიზანია წმიდა გულით, კეთილი სინდისითა და უპირფერო რწმენით სიყვარული,
  14. 2 ტიმოთეს 2:22
    ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი. მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს.
  15. იგავნი 22:11
    ვისაც სუფთა გული აქვს და მადლიანი ლაპარაკი უყვარს, მისი მეგობარი მეფეა.
  16. ფილიპელთა 2:15
    რათა შეიქნათ უბიწონი და სუფთანი, ღვთის შეუბილწავი შვილები ჭირვეულ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ისე ანათებთ, როგორც მნათობები სამყაროში;
  17. 2 კორინთელთა 6:6
    სიწმინდეში, შემეცნებაში, სულგრძელობაში, სიკეთეში, სულიწმიდაში, უანგარო სიყვარულში,
  18. ტიტეს 1:15
    წმიდათათვის ყველაფერი წმიდაა; ხოლო წაბილწულთა და ურწმუნოთათვის არაფერია წმიდა, არამედ წაბილწულია მათი გონებაც და სინდისიც.
  19. იგავნი 16:2
    კაცის ყველა გზა სუფთაა მის თვალში, მაგრამ უფალი სწონის სულებს.
  20. იგავნი 30:12
    არიან, საკუთარ თვალში სუფთანი, მაგრამ არ განბანილან საკუთარი სიბინძურისგან,
  21. იობი 16:17
    თუმცა ძალადობა არ არის ჩემს ხელთ და სუფთაა ჩემი ლოცვა.
  22. ფსალმუნები 72:13
    განა, ამაოდ არ განვიწმიდეთ გულები და დავიბანეთ ხელები უდანაშაულობით?

← ყველა თემა „ს“-ზე