ბიბლიის მუხლები თემაზე
სიმდიდრეზე დაიმედებული
18 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ფსალმუნები 48:6
თავიანთ ქონებაზე, რომ არიან დაიმედებულნი და სიმდიდრით რომ ტრაბახობენ.
- ფსალმუნები 51:7
აგერ კაცი, რომელმაც ღმერთი არ მიიჩნია თავის სიმაგრედ, არამედ თავისი დიდი სიმდიდრის იმედი ჰქონდა და იმით მაგრდებოდა, როცა სხვებს ანადგურებდა.
- იგავნი 10:15
მდიდრის ქონება მისი მტკიცე ქალაქია, ღარიბთა სიღატაკე კი მათი ნანგრევები.
- იგავნი 18:11
მდიდრის ქონება მისი მტკიცე ქალაქია და მაღალი გალავანივითაა მის თვალში.
- იგავნი 13:8
ადამიანის სიცოცხლის გამოსასყიდი მისი სიმდიდრეა, ღარიბი კი მუქარასაც არ მოისმენს.
- გამოცხადება 3:17
რადგან ამბობ: მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მაკლიაო. ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი.
- იერემია 9:23
ასე ამბობს უფალი: „ნუ დაიქადებს ბრძენი თავისი სიბრძნით, ძლიერი - თავისი ძალით და მდიდარი - თავისი სიმდიდრით.
- იგავნი 28:11
მდიდარს ბრძენი ჰგონია თავი, გონიერი ღატაკი კი გამოიცნობს მას.
- 1 ტიმოთეს 6:17
მდიდრებს ამ წუთისოფელში ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, ნურც მაცდურ სიმდიდრეზე დაიმედდებიან, არამედ - ცოცხალ ღმერთზე, რომელიც ყველაფერს უხვად იძლევა გასახარად,
- იობი 31:25
თუ მახარებდა ჩემი სიმდიდრის სიმრავლე ან ის, რომ ბევრი მოიხვეჭა ჩემმა ხელებმა?
- ეზეკიელი 28:5
შენი დიდი სიბრძნით ივაჭრე და ქონება გაიმრავლე; და აღზევდა შენი გული სიმდიდრით.
- მათეს 13:22
ეკლებში დათესილი ის არის, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ წუთისოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობენ სიტყვას და იგი უნაყოფო შეიქნება.
- მარკოზის 4:19
მაგრამ ქვეყნიერების საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი შედიან მათში, აშთობენ სიტყვას და უნაყოფო ხდება იგი.
- იაკობის 5:1
მოდით ახლა, მდიდრებო, იტირეთ და ივალალეთ იმ უბედურებისთვის, თქვენზე რომ მოდის.
- ლუკას 6:24
მაგრამ ვაი თქვენ, მდიდარნო, ვინაიდან უკვე ღებულობთ თქვენს ნუგეშისცემას.
- ფსალმუნები 48:16
ნუ შეშინდები თუ გამდიდრდეს კაცი, თუ გამრავლდეს მისი სახლის დიდება.
- ფსალმუნები 61:10
ნუ დაამყარებთ იმედს მძარცველობაზე და მტაცებლობას ნუ გამოედევნებით; თუ გაგიმრავლდა სიმდიდრე, გულს ნუ მიიდრეკ მისკენ.
- ზაქარია 11:5
მყიდველნი რომ ხოცავენ და არ ისჯებიან, მათი გამყიდველნი კი ამბობენ: კურთხეულ იყოს უფლის სახელი, რადგან გავმდიდრდითო. მწყემსებსაც არ ებრალებათ ისინი.