მთავარითემები „ს“სიმართლე

სიმართლე

31 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. რომაელთა 3:22
    ანუ ღმერთის სიმართლე იესო ქრისტეს რწმენის მეშვეობით ყველა მორწმუნისათვის, რადგან არ არსებობს განსხვავება,
  2. 2 კორინთელთა 5:21
    ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახადა ცოდვად ჩვენ გამო, რათა ჩვენ გავხდეთ ღმერთის სიმართლე მასში.
  3. რომაელთა 1:17
    ვინაიდან, მასში ცხადდება ღმერთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც წერია: „მართალი იცოცხლებს რწმენით”.
  4. რომაელთა 6:18
    გათავისუფლდით რა ცოდვისაგან, სიმართლის მონები გახდით.
  5. 1 კორინთელთა 1:30
    მისგან ხართ თქვენ ქრისტე იესოში, რომელიც გახდა ჩვენთვის სიბრძნედ ღმერთისგან, სიმართლედ, განწმედად და გამოსყიდვად.
  6. იგავნი 11:11
    წრფელთა კურთხევით მაღლდება ქალაქი, ბოროტეულთა პირით კი ინგრევა.
  7. იგავნი 11:10
    მართალთა სიკეთით ხარობს ქალაქი, ბოროტეულთა დაღუპვისას კი ყიჟინას დასცემს.
  8. ფსალმუნები 1:3
    და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილი ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია.
  9. ესაია 46:13
    მოვაახლოვე ჩემი სიმართლე, შორს არ არის და ხსნა ჩემსმიერი არ დააყოვნებს. ვუწყალობებ ხსნას სიონს და ისრაელს - ჩემს დიდებას.
  10. იგავნი 4:11
    სიბრძნის გზისკენ მიგმართე და სწორ ბილიკებზე წარგიძეხი.
  11. ესაია 53:11
    იხილავს თავისი ტანჯვის შედეგს და გაიხარებს; თავისი ცოდნით მრავალს გაამართლებს ჩემი მართალი მსახური და მათ ცოდვებს იტვირთავს.
  12. ფილიპელთა 3:9
    და აღმოვჩნდე მასში არა ჩემი სიმართლით, რომელიც რჯულიდანაა, არამედ იმით, რაც ქრისტეს რწმენის მეშვეობით არის, რწმენაზე დამყარებული ღვთიური სიმართლით,
  13. რომაელთა 3:10
    როგორც წერია: „არავინ არის მართალი.
  14. 1 კორინთელთა 1:30
    მისგან ხართ თქვენ ქრისტე იესოში, რომელიც გახდა ჩვენთვის სიბრძნედ ღმერთისგან, სიმართლედ, განწმედად და გამოსყიდვად.
  15. 1 პეტრეს 3:14
    მაგრამ ნეტარნი ხართ, სიმართლისთვის ტანჯვაც რომ მოგიწიოთ. მათი შიშით ნუ შეშინდებით და ნურც შეძრწუნდებით.
  16. ესაია 32:17
    სამართალი შექმნის მშვიდობას და იქნება სიმშვიდე და უსაფრთხოება უკუნისამდე.
  17. რომაელთა 10:10
    ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად.
  18. ეფესელთა 4:24
    და შეიმოსოთ ახალი კაცით, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, ჭეშმარიტების სიმართლესა და სიწმიდეში.
  19. დაბადება 15:6
    და ერწმუნა იგი უფალს და ეს ჩაეთვალა მას სიმართლედ.
  20. მათეს 6:33
    თქვენ კი უწინარეს ყოვლისა ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე ეძიეთ, ხოლო ყოველივე ეს შეგემატებათ.
  21. მათეს 5:10
    ნეტარ არიან სიმართლისთვის დევნილნი, რადგან მათია ცათა სამეფო.
  22. რომაელთა 5:17
    ვინაიდან, თუ ერთის დანაშაულით სიკვდილი მეფობდა ერთის მიერ, მით უმეტეს ისინი, რომლებიც უხვად მიიღებენ მადლსა და სიმართლის საჩუქარს, იმეფებენ ცხოვრებაში ერთის, იესო ქრისტეს მეშვეობით.
  23. ესაია 40:10
    ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სამართლის მარჯვენით.
  24. ლუკას 5:32
    მართალთა მოსახმობად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა - რათა მოინანიონ”.
  25. 1 კორინთელთა 15:34
    ფხიზელი გონება იქონიეთ, როგორც გმართებთ კიდეც და ნუ სცოდავთ, რადგან თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ, რომ ზოგიერთები არ იცნობენ ღმერთს.
  26. ესაია 64:6
    უწმიდურივით გავხდით ყველანი და ყოველი ჩვენი მართალი საქმე ბინძური სამოსელივითაა; ფოთოლივით დავჭკნით ყველანი და ქარივით წაგვიღებს ჩვენი უმართლობა.
  27. ესაია 42:6
    მე, უფალმა, მოგიწოდე სიმართლით, ხელი ჩაგჭიდე და თვალს გადევნებ, აღთქმად დაგადგენ ხალხებისთვის და სინათლედ - ერებისთვის.
  28. 2 პეტრეს 2:21
    უმჯებესი იქნებოდა არ შეეცნოთ სიმართლის გზა, ვიდრე შეეცნოთ და უკუქცეულიყვნენ მათთვის გადაცემული წმიდა მცნებისგან.
  29. რომაელთა 14:17
    ვინაიდან ღვთის სამეფო საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში.
  30. მათეს 6:1
    ერიდეთ წყალობის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად; თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისგან.
  31. იგავნი 11:30
    მართლის ნაყოფი სიცოცხლის ხეა; და ვინც სულებს იძენს ბრძენია.

← ყველა თემა „ს“-ზე