მთავარითემები „ს“სიბერისადმი დამოკიდებულება

სიბერისადმი დამოკიდებულება

16 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ლევიანნი 19:32
    წამოდექი ჭაღარის წინაშე და პატივი ეცი მოხუცებულს; გეშინოდეს შენი ღმერთისა; მე ვარ უფალი.
  2. 1 პეტრეს 5:5
    ასევე ახალგაზრდებიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ერთმანეთისადმი მორჩილებით თავმდაბლობა შეიმოსეთ, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.
  3. იობი 29:8
    დამინახავდნენ ყმაწვილები და განზე დგებოდნენ, წამოიმართებოდნენ მოხუცები და ფეხზე იდგნენ;
  4. იგავნი 16:31
    ჭაღარა, დიდების გვირგვინია, სიმართლის გზაზე იპოვება იგი.
  5. 1 ტიმოთეს 5:1
    ბერიკაცს ნუ შერისხავ, არამედ შეაგონე, როგორც მამა, ყმაწვილკაცები კი - როგორც ძმები,
  6. ლევიანნი 19:3
    თავისი დედისა და მამის მოწიწება ჰქონდეს ყველას და დაიცავით ჩემი შაბათები. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
  7. იგავნი 23:22
    უსმინე მამაშენს, რომელმაც გაგაჩინა და ნუ მოიძულებ დედაშენს, როცა მოხუცდება.
  8. იობი 32:6-7
    და ილაპარაკა ელიჰუმ, ბუზელი ბარაქელის ძემ: „მე წლებით უმცროსი ვარ, თქვენ კი მოხუცებულნი; ამიტომ მერიდებოდა და მეშინოდა თქვენთვის ჩემი აზრი მეთქვა. ვიფიქრე: უმჯობესია დღეებმა ილაპარაკონ და წლების სიმრავლემ ასწავლოს სიბრძნე.
  9. იობი 8:8
    აბა, ჰკითხე გარდასულ თაობას და ყურად იღე მამების სიბრძნე;
  10. ფსალმუნები 104:22
    რათა თავისი სურვილისამებრ მოქცეოდა მის თავადებს და განებრძნო მისი მოხუცებულნი.
  11. ესაია 3:5
    შეავიწროვებს ხალხი ერთმანეთს და თითოეული თავის მოყვასს, გაუთავხედდება ყმაწვილი მოხუცს და მდაბიო - პატივდებულს.
  12. მეორე რჯული 28:50
    ხალხი თავხედი, რომელიც მოხუცს არ მიაგებს პატივს და ყრმას არ შეიწყალებს.
  13. იობი 30:1
    ახლა კი დამცინიან ჩემზე უმცროსნი, რომელთა მამებს ჩემი ფარის ძაღლებშიც არ გავრევდი.
  14. ესაია 47:6
    განვრისხდი ჩემს ხალხზე, შევბღალე ჩემი სამკვიდრებელი და ხელში გადმოგეცი, შენ კი წყალობა არ გაიმეტე, ფრიად დაუმძიმე მოხუცს უღელი.
  15. გოდება იერემიასი 5:12
    მთავრებს ხელებით ჰკიდებენ, უხუცესებს პატივს არ სცემენ.
  16. 1 ტიმოთეს 5:17
    ხუცესნი, რომლებიც წესიერად მმართველობენ, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, განსაკუთრებით კი ისინი, ქადაგებითა და დამოძღვრით რომ შრომობენ.

← ყველა თემა „ს“-ზე