მთავარითემები „ს“საახალწლო

საახალწლო

17 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ესაია 43:19
    აჰა, მე შევქმნი ახალს, ახლა აღმოცენდება იგი, განა ვერ შეიტყობთ ამას? უდაბნოშიც გავიყვან გზას, ტრამალზე – მდინარეებს.
  2. ფსალმუნები 97:1
    უგალობეთ უფალს ახალი გალობა! რადგან სასწაულები მოიმოქმედა; იხსნა იგი მისმა მარჯვენამ და მისმა წმიდა მკლავმა.
  3. რომაელთა 12:1
    ამრიგად, შეგაგონებთ, ძმებო, ღვთის წყალობებით, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად, რაც თქვენი სულიერი მსახურება იქნება.
  4. მათეს 5:16
    ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.
  5. ფსალმუნები 33:8
    განიცადეთ და ნახეთ, რომ კარგია უფალი; ნეტარება მას, ვინც მასზეა მინდობილი.
  6. მეორე რჯული 7:13
    და შეგიყვარებს, და გაკურთხებს, და გაგამრავლებს, და გიკურთხებს მუცლის ნაყოფს და მიწის ნაყოფს, მარცვლეულს და ღვინოს, და ზეთს; მსხვილფეხა პირუტყვის მონაგებს და წვრილფეხა პირუტყვის მონაგებს ქვეყანაზე, რომელიც თქვენთვის მოსაცემად შეჰფიცა თქვენს მამებს.
  7. გოდება იერემიასი 3:22-23
    რომ უფლის მოწყალება არ დასრულებულა, რომ მისი სიბრალული არ გამოლეულა. 23 განახლდებიან ისინი ყოველ დილით, დიდია შენი ერთგულება.
  8. ეზეკიელი 11:19
    და მე მივცემ მათ ერთ გულს და ახალ სულს ჩაგიდებთ თქვენ, და ამოვაცლი ქვის გულს მათი ხორციდან და მივცემ მათ ხორცის გულს.
  9. 2 კორინთელთა 5:17
    მაშასადამე, ის, ვინც ქრისტეშია, ის ახალი ქმნილებაა. ძველი გადავიდა და ახლა ყოველივე ახალია.
  10. ეფესელთა 4:22-24
    მიტოვებული გაქვთ წინანდელი ცხოვრება ძველი კაცისა, მაცდური გულისთქმებით გახრწნილი, და განახლებული ხართ თქვენი გონების სულით, და შეგიმოსიათ ახალი კაცი, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმიდით.
  11. კოლოსელთა 3:9-10
    ნუ ეცრუებით ერთმანეთის მიმართ, რადგან შემოძარცული გაქვთ ძველი ადამიანი მისი საქმეებითურთ. და შეიმოსეთ ახალი, რომელიც განახლებულია ცოდნით მისი შემოქმედის ხატისამებრ,
  12. გამოცხადება 21:5
    თქვა ტახტზე მჯდომარემ: „აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს”. და მითხრა მე: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია”.
  13. ფსალმუნები 30:23-24
    შეიყვარეთ უფალი, მისნო წმიდანო; ერთგულს იცავს უფალი და მრავალკეცად მიუზღავს ამპარტავნებს. გამხნევდით და გული გაიმაგრეთ, ყველამ, ვისაც უფლის მოლოდინი გაქვთ.
  14. იგავნი 23:18
    რადგან არის მომავალი და შენი იმედი არ მოისპობა.
  15. მიქა 7:7
    მე კი უფალს შევცქერი, ვესავ ჩემი ხსნის ღმერთს. შემიწყნარებს ჩემი ღმერთი.
  16. იერემია 29:11
    რადგან მე ვიცი ის ზრახვები, რაც მე განვიზრახე თქვენზე,’ - სიტყვა უფლისა, - ‘ზრახვები მშვიდობაზე, რომ მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი.
  17. რომაელთა 8:18
    ვინაიდან ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან, რომელიც გამოცხადდება ჩვენს მიმართ.

← ყველა თემა „ს“-ზე