მთავარითემები „ქ“ქრისტეს სახელწოდებები

ქრისტეს სახელწოდებები

53 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 კორინთელთა 15:45-47
    ასეც წერია: „პირველი კაცი, ადამი იქცა ცოცხალ არსებად,“ ხოლო უკანასკნელი ადამი – მაცოცხლებელ სულად. მაგრამ პირველად სულიერი კი არ შეიქმნა, არამედ ჯერ მშვინვიერი და შემდეგ სულიერი. პირველი კაცი მიწისგანაა და მტვრისაგან, მეორე კაცი – ცისგან.
  2. 1 იოანეს 2:1
    ჩემო შვილებო, ამას გწერთ იმისთვის, რომ არ შესცოდოთ. ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს მამის წინაშე მეოხი, მართალი იესო ქრისტე.
  3. გამოცხადება 3:14
    და ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ‘ასე ამბობს ამინი, მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღმერთის ქმნილებისა:
  4. ესაია 63:9
    მათი ყველა ტანჯვები მისი ტანჯვები იყო, და მისი სახის ანგელოზი შველოდა მათ; თავისი სიყვარულითა და თავისი მოწყალებით გამოისყიდა ისინი, აიყვანა და ხელით ატარებდა მათ ძველ დღეთაგან.
  5. ებრაელთა 3:1
    ამიტომ, წმიდა ძმებო, ზეციური მოწოდების თანაზიარნო, ჩაწვდით მოციქულსა და მღვდელმთავარს, რომელსაც ვაღიარებთ, იესოს,
  6. ესაია 51:9
    გაიღვიძე, გაიღვიძე, ძალი შეიმოსე, უფლის მარჯვენავ! გაიღვიძე, როგორც ძველ დროში, შორეულ თაობებში! განა შენ არ შემუსრე რაჰაბი, შენ არ განგმირე ურჩხული?
  7. ებრაელთა 12:2
    შევხედოთ რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფელს – იესოს, რომელმაც იმ სიხარულისათვის, რომელიც მოელოდა, დაითმინა ჯვარი, უგულებელყო შერცხვენა და ღმერთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა.
  8. ებრაელთა 5:9
    და იგი, სრულქმნილი, საუკუნო ხსნის წყარო გახდა ყველა მისი მორჩილისათვის,
  9. გამოცხადება 21:6
    და მითხრა მე: „აღსრულდა! მე ვარ ალფა და ომეგა, დასაბამი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროდან უსასყიდლოდ.
  10. მათეს 12:18
    აჰა, მსახური ჩემი, რომელიც მე ამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც მოიწონა ჩემმა სამშვინველმა. ჩემს სულს დავდებ მასზე და ის აუწყებს სამსჯავროს წარმართებს.
  11. მარკოზის 1:11
    და ხმა იყო ციდან: „შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, შენში არის ჩემი სათნოება.
  12. ზაქარია 3:8
    ისმინე, იესო, დიდო მღვდელო, შენ და შენმა მოძმეებმა, შენს წინ რომ სხედან, რადგან ნიშნად არიან ეს კაცები: აჰა, მე მოვავლინებ ჩემს მორჩილს – ყლორტს.
  13. იერემია 23:5
    აჰა, მოდის დღეები,” – სიტყვა უფლისა, – “და აღვუდგენ დავითს მართალ ყლორტს, და იმეფებს მეფე და მართლად მოიქცევა, და სამართალსა და სიმართლეს იქმს ქვეყანაზე.
  14. იოანეს 6:41
    იუდევლები დრტვინავდნენ მის გამო, რომ თქვა: „მე ვარ პური, ზეციდან გადმოსული.
  15. იოანეს 6:35
    უთხრა მათ იესომ: „მე ვარ პური სიცოცხლისა. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ვინც მე მირწმუნებს, არასოდეს მოსწყურდება.
  16. იოანეს 3:29
    ვისაც სასძლო ჰყავს, ის სიძეა, ხოლო სიძის მეგობარი, რომელიც დგას და უსმენს მას, სიხარულით ხარობს სიძის ხმაზე. ეს ჩემი სიხარული უკვე აღსრულდა.
  17. გამოცხადება 22:16
    მე, იესომ, მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა დაგიმოწმოთ ეს ეკლესიებში. მე ვარ დავითის ფესვი და შთამომავალი, განთიადის ბრწყინვალე ვარსკვლავი.
  18. ებრაელთა 2:10
    რადგან შეჰფეროდა მას, ვისთვისაც არის ყოველივე და ვის მიერაც არის ყოველივე, ვინც მრავალი ძე მიიყვანა დიდებამდე, რომ მათი ხსნის წინამძღოლი სრულეყო ტანჯვით.
  19. მარკოზის 6:3
    განა ეს ხურო არ არის, მარიამის ძე, იაკობის, იოსეს, იუდას და სიმონის ძმა? განა აქვე ჩვენთან არ არიან მისი დები?“ და დაეჭვდნენ მასში.
  20. ფსალმუნები 117:22
    ქვა, დაწუნებული მშენებლების მიერ, თავკიდური გახდა;
  21. მარკოზის 12:10
    ნუთუ არ წაგიკითხავთ დაწერილი: ‘ქვა, მშენებლებმა რომ დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა.
  22. 1 პეტრეს 5:4
    და როდესაც გამოჩნდება მწყემსმთავარი, მიიღებთ დიდების უჭკნობ გვირგვინს.
  23. ესაია 9:6
    რადგან ყრმა შეგვეძინა, ძე გვებოძა! და მის მხრებზეა ძალაუფლება; და უწოდებენ მას სახელად: საკვირველმოქმედს, ძლევამოსილ ღმერთს, საუკუნო მამას, მშვიდობის მეუფეს,
  24. 1 პეტრეს 2:4
    მიდით მასთან – ცოცხალ ქვასთან, რომელიც დაიწუნეს ადამიანებმა, ღმერთისაგან კი რჩეული და პატივდებულია.
  25. იოანეს 1:41
    მან პირველად ნახა თავისი ძმა, სიმონი, და უთხრა: „ჩვენ ვიპოვეთ მესია“ (რაც თარგმანით ნიშნავს ქრისტეს).
  26. საქმეები 9:22
    სავლე კი, სულ უფრო ძლიერდებოდა და საგონებელში აგდებდა დამასკოში მცხოვრებ იუდეველებს და ამტკიცებდა, რომ ეს არის ქრისტე.
  27. ლუკას 2:11
    რადგან დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი.
  28. 1 კორინთელთა 1:24
    ხოლო მოწოდებულთათვის – იუდეველებისთვისაც და ბერძნებისთვისაც – ვქადაგებთ ქრისტეს – ღვთის ძალას და ღვთის სიბრძნეს.
  29. ესაია 55:4
    აჰა, ერების მოწმედ განვაწესე იგი, წინამძღოლად და მბრძანებლად ხალხებისთვის.
  30. ლუკას 2:25
    და აჰა, იყო იერუსალიმში კაცი, სახელად სიმონი, კაცი მართალი და ღვთისმოშიში, რომელიც მოელოდა ისრაელის ნუგეშისცემას, და სულიწმიდა იყო მასზე.
  31. ესაია 42:6
    მე, უფალმა მოგიწოდე სიმართლეში და ხელს ჩაგჭიდებ და შეგინახავ, გაქცევ შენ ბრმათათვის თვალის ასახილად, აღთქმად, ხალხების სინათლედ,
  32. რომაელთა 11:26
    ასე მთელი ისრაელი გადარჩება, როგორც სწერია: “მოვა სიონიდან მხსნელი და უღვთოებას ააცდენს იაკობს.
  33. იოანეს 10:2
    ვინც კარიდან შედის, მწყემსია იგი ცხვრებისა.
  34. 1 იოანეს 5:20
    ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტი და ვიყოთ ჭეშმარიტში, მის ძე იესო ქრისტეში. ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე.
  35. გამოცხადება 19:11
    და ვიხილე გახსნილი ცა, და აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, რომელსაც ეწოდება სარწმუნო და ჭეშმარიტი, რომელიც სიმართლით განსჯის და იბრძვის.
  36. გამოცხადება 1:5
    და იესო ქრისტესაგან, რომელიც არის სარწმუნო მოწმე, პირმშო მკვდართაგან და დედამიწის მეფეთა მთავარი, რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი ცოდვებისაგან
  37. ებრაელთა 1:6
    და როცა კვლავ შემოჰყავს ქვეყანაზე პირმშო, ამბობს: „თაყვანი სცეს მას ღმერთის ყველა ანგელოზმა.
  38. კოლოსელთა 1:18
    ის არის ეკლესიის სხეულის თავი. ის არის დასაბამი, პირმშო მკვდართაგან, რათა ყველაფერში იყოს პირველი.
  39. კოლოსელთა 1:15
    ვინც არის უხილავი ღმერთის ხატი, პირმშო ყოველი ქმნილებისა,
  40. ებრაელთა 6:20
    სადაც ჩვენთვის წინამორბედად შევიდა იესო და გახდა მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით უკუნისამდე.
  41. ლუკას 7:34
    მოვიდა კაცის ძე: ჭამს და სვამს და ლაპარაკობთ: აჰა, კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარი.
  42. იოანეს 20:28
    მიუგო თომამ და უთხრა მას: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!
  43. რომაელთა 9:5
    მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული. ამინ.
  44. ესაია 45:15
    ჭეშმარიტად შენა ხარ დაფარული ღმერთი, ისრაელის ღმერთი, მხსნელი.
  45. მათეს 1:23
    აჰა, დაორსულდება ქალწული და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს,“ რაც თარგმანით ნიშნავს: „ჩვენთან არს ღმერთი.
  46. ებრაელთა 4:14
    და ახლა, როდესაც ჩვენ გვყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც განვლო ზეცა, იესო, ღმერთის ძე, მტკიცედ ჩავეჭიდოთ აღსარებას,
  47. კოლოსელთა 2:10
    და თქვენ გაქვთ სავსება მასში, ვინც ყოველი მთავრობისა და ხელმწიფების თავია.
  48. 1 კორინთელთა 11:3
    ასევე მინდა იცოდეთ, რომ ყოველი მამაკაცის თავი ქრისტეა, ცოლის თავი – ქმარი და ქრისტეს თავი – ღმერთი.
  49. 1 იოანეს 2:20
    თქვენ კი ცხებულება გაქვთ წმიდის მიერ და იცით ყველაფერი.
  50. საქმეები 3:14
    თქვენ უარყავით წმიდა და მართალი და მოითხოვეთ, რომ კაცისმკვლელი ეწყალობებინა თქვენთვის.
  51. ესაია 37:23
    ვის ძრახავდი და ვის აგინებდი? და ვისზე აიმაღლე ხმა? შენ ზემოდან დაჰყურებდი ისრაელის წმიდას.
  52. კოლოსელთა 1:27
    ვისთვისაც ღმერთმა ინება ეცნობებინა, თუ რა არის ამ საიდუმლოს დიდების სიმდიდრე ყველა ერისათვის, – ეს არის ქრისტე თქვენში, დიდების სასოება,
  53. ლუკას 24:19
    და უთხრა მათ: „რა ამბავი?“ მათ უთხრეს: „იესო ნაზარეველის ამბავი, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, ძლიერი საქმითა და სიტყვით ღმერთისა და მთელი ხალხის წინაშე,

← ყველა თემა „ქ“-ზე