მთავარითემები „ქ“ქრისტე მეფობს საუკუნოდ

ქრისტე მეფობს საუკუნოდ

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გამოცხადება 11:15
    და მეშვიდე ანგელოზმა დააყვირა და იქმნა ცაში დიდი ხმები, რომლებიც ამბობდნენ: „მიეცა ქვეყნიერების სამეფო ჩვენს უფალსა და მის ქრისტეს, და იმეფებს იგი უკუნითი უკუნისამდე.
  2. 3 მეფეთა 2:45
    ხოლო კურთხეულ იყოს მეფე სოლომონი, და მტკიცე იყოს დავითის ტახტი უფლის წინაშე უკუნისამდე!
  3. ფსალმუნები 88:29
    დავამკვიდრებ უკუნისამდე მის ნაშიერს და მის ტახტს, ვითარცა დღეებს ზეცათა.
  4. ფსალმუნები 88:36-37
    მისი ნაშიერი მარადჟამს იქნება და მისი ტახტი, ვითარცა მზე, ჩემს წინაშე; დამკვიდრდება მთვარესავით უკუნისამდე, და იქნება ჭეშმარიტი მოწმე ზეცაში.
  5. 2 მეფეთა 7:13
    და ის ამიშენებს მე ტაძარს და მე განვამტკიცებ მისი მეფობის ტახტს საუკუნოდ.
  6. 1 ნეშტთა 22:10
    ის ააშენებს სახლს ჩემს სახელზე, ის იქნება ჩემთვის ძე და მე ვიქნები მისთვის მამა, და განვამტკიცებ მის სამეფო ტახტს ისრაელში უკუნისამდე.’
  7. ფსალმუნები 44:6
    ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა. სამართლის კვერთხია კვერთხი შენი მეუფებისა.
  8. ებრაელთა 1:8
    ძეზე კი: „შენი ტახტი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, სიმართლის კვერთხი შენი მეფობის კვერთხია.
  9. დანიელი 7:14
    მიეცა მას ხელმწიფება, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხები, ტომები და ენები ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, რომელიც არ გადაივლის და მისი სამეფო არ დაიქცევა.
  10. ლუკას 1:33
    და საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული.
  11. დანიელი 2:44
    და იმ სამეფოთა დღეებში ზეციერი ღმერთი აღადგენს თავის სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაემხობა, და მისი ხელმწიფება სხვა ხალხის ხელთ არ გადავა. იგი შემუსრავს და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე დარჩება,
  12. 2 პეტრეს 1:11
    რადგან უხვად გაგეხსნებათ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს საუკუნო სამეფოს შესასვლელი.

← ყველა თემა „ქ“-ზე