ბიბლიის მუხლები თემაზე
ქრისტე იცნობს ადამიანებს
11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ლუკას 20:23
იგი მიუხვდა მათ მზაკვრობას და უთხრა:
- მარკოზის 8:17
მიხვდა და ეუბნება მათ: „რატომ ამბობთ, რომ პური არა გაქვთ? ნუთუ კიდევ ვერ გაიგეთ და ვერ შეიგნეთ? გული გაგიქვავდათ?
- მათეს 22:18
იესომ იცოდა რა მათი მზაკვრობა, უთხრა მათ: “რატომ მცდით, თვალთმაქცნო?
- იოანეს 2:25
და არ სჭირდებოდა, რომ ვინმეს დაემოწმებინა ადამიანის შესახებ, რადგან იცოდა, რა იყო ადამიანში.
- იოანეს 4:29
წადით, ნახეთ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი ჩამიდენია. ის ხომ არ არის ქრისტე?
- იოანეს 5:42
მაგრამ მე გიცნობთ თქვენ: ღვთის სიყვარული არ არის თქვენში.
- იოანეს 8:37
ვიცი, რომ აბრაამის ნაშიერნი ხართ, მაგრამ ჩემი მოკვლა გინდათ, რადგან ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში.
- გამოცხადება 2:2
ვიცი შენი საქმეები, შენი შრომა და შენი მოთმინება, და ისიც, რომ არ შეგიძლია ბოროტთა ატანა და გამოსცადე ისინი, რომლებიც თავს მოციქულებად უხმობენ, და არ არიან, და ჰპოვე ისინი ცრუებად.
- გამოცხადება 2:9
ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე, თუმცა შენ მდიდარი ხარ, და გმობა მათგან, რომლებიც თავს იუდეველებად უხმობენ, და არ არიან, არამედ სატანის საკრებულო არიან.
- მათეს 9:4
და მიხვდა იესო მათ ფიქრებს და უთხრა: „რატომ ფიქრობთ თქვენს გულში ბოროტს?
- ლუკას 6:8
მან იცოდა მათი ფიქრები და უთხრა კაცს, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი: „ადექი და გამოდი შუაში!“ ისიც ადგა და დადგა შუაში.
მსგავსი თემები: