მთავარიბიბლიაქებათა-ქება სოლომონისა

ძველი აღთქმა · ქებათა-ქება სოლომონისა

ქებათა-ქება სოლომონისა 3

3

1 „ვეძებე ღამით ჩემს სარეცელზე ჩემი სულის შეყვარებული, ვეძებე იგი და ვერ ვიპოვე.

2 ავდგები-მეთქი და მოვივლი ქალაქის ქუჩებსა და მოედნებს. მოვძებნი-მეთქი ჩემი სულის შეყვარებულს. ვეძებე იგი და ვერ ვიპოვე.

3 შემომხვდნენ მცველნი, ქალაქის შემომვლელნი – ‘ხომ არ გინახავთ ჩემი სულის შეყვარებული?’

4 ცოტას გავშორდი, ვიპოვე ჩემი სულის შეყვარებული. დავიჭირე და აღარ გავუშვი, ვიდრე არ შევიყვანე დედაჩემის სახლში და ჩემი მშობლის გალიაკში.”

5 „გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, ველის ნიამორებს და ირმებს გაფიცებთ, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს!”

6 ვინ არის იგი, უდაბნოდან ამომავალი, ვით სვეტი კვამლისა, მურითა და გუნდრუკით კმეული და მენელსაცხებელთა ყოველი სურნელით?

7 აჰა, სოლომონის სარეცელი: სამოცი ძლიერი მის გარშემოა, ძლიერთაგან ისრაელისა.

8 თითოეულს მახვილი უპყრია, გაწვრთნილნი არიან საბრძოლველად, გვერდზე ჰკიდია თითოეულს მახვილი ღამეებში შიშით.

9 ტახტრევანი გაიკეთა მეფე სოლომონმა ლიბანის ძელთაგან.

10 სვეტები მისი ვერცხლისგან შექმნა, საიდაყვენი – ოქროსგან, საყდარი – მეწამული ქსოვილისგან, შიგნიდან სიყვარულით მოჰქარგეს იერუსალიმის ასულებმა.

11 გამოდით, ასულნო სიონისა, და იხილეთ მეფე სოლომონი გვირგვინით, რომლითაც დედამ დააგვირგვინა იგი მისი ქორწილისა და გულის სიხარულის დღეს.”

ქებათა-ქება სოლომონისა — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8