მთავარითემები „მ“მხოლოდ ღმერთი

მხოლოდ ღმერთი

14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 85:10
    რადგან დიადი და სასწაულმოქმედი ხარ, შენ ხარ ერთადერთი ღმერთი.
  2. ფსალმუნები 61:5
    მხოლოდ ღმერთს ელოდება სული ჩემი მდუმარედ, რადგან მისგან არის ჩემი იმედი.
  3. ლუკას 4:8
    მიუგო იესომ პასუხად: „დაწერილია: უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე.
  4. 1 ნეშტთა 16:25
    რადგან დიადია უფალი და დიდად საქებარი; ყველა ღმერთზე შიშისმომგვრელია იგი.
  5. იოანეს 5:44
    როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, როცა ერთიმეორისგან ღებულობთ დიდებას, ხოლო დიდებას, რომელიც ერთადერთი ღმერთისგან არის, არ ეძებთ?
  6. 1 ტიმოთეს 1:17
    ხოლო საუკუნეთა მეფეს, უხრწნელ, უხილავ, ერთადერთ ღმერთს - მას დიდება და პატივი უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
  7. რომაელთა 16:27
    ერთადერთ ბრძენ ღმერთს, იესო ქრისტეს მეშვეობით, დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
  8. 1 ტიმოთეს 6:15
    რასაც თავის დროზე წარმოაჩენს კურთხეული და ერთადერთი ხელმწიფე, მეფეთა მეფე და უფალთა უფალი,
  9. ფსალმუნები 148:13
    ადიდეთ სახელი უფლისა, რადგან მხოლოდ მისი სახელია ამაღლებული. მისი სიდიადეა ქვეყნად და ცაში.
  10. ესაია 26:13
    უფალო, ღმერთო ჩვენო! შენს გარდა სხვებიც ბატონობდნენ ჩვენზე, ჩვენ კი, მხოლოდ შენს სახელს ვიხსენებთ.
  11. 1 მეფეთა 7:4
    განიშორეს ისრაელიანებმა ბაყალები და ყაშთაროთები და მხოლოდ უფალს ემსახურებოდნენ.
  12. ესაია 63:5
    ვიყურებოდი და არავინ იყო შემწე; გავოცდი, რადგან არავინ იყო დასაყრდენი; ამიტომ ჩემმა მკლავმა მიხსნა და ჩემმა გულისწყრომამ გამამაგრა.
  13. მეორე რჯული 32:12
    მარტოდ-მარტო უფალი მიუძღოდა მას და უცხო ღმერთი არ ჰყოლია გვერდით.
  14. ლუკას 5:21
    მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მსჯელობა გამართეს ერთმანეთში; ამბობდნენ: "ვინ არის ეს, ღმერთს რომ გმობს?! ვის ძალუძს ცოდვების მიტევება, ერთი ღმერთის გარდა?

← ყველა თემა „მ“-ზე