ბიბლიის მუხლები თემაზე
მწუხარების დაძლევა
9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- გამოცხადება 21:4
და მოსწმენდს ყოველ ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, არც გლოვა, არც კვნესა, არც ტკივილი, რადგან წინანდელი უკვე გარდავიდა.
- ფსალმუნები 33:18
ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან, და სულით მორჩილებს იხსნის ის.
- ფსალმუნები 146:3
განკურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს შეუხვევს მათ.
- მათეს 5:1-3
დაინახა ხალხი და ავიდა მთაზე. როცა დაჯდა, მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები. მან გახსნა ბაგე, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა: „ნეტარ არიან ღარიბნი სულით, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.
- ფსალმუნები 72:26
ქანცგამოლეულია ჩემი სხეული და გული; მაგრამ ღმერთია ჩემი გულის სიმაგრე და ჩემი ხვედრი უკუნისამდე.
- იოანეს 14:1
ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე.
- იესო ნავეს ძე 1:9
აჰა, მე გიბრძანებ შენ: გამაგრდი და განმტკიცდი, ნუ შედრკები და ნუ შეძრწუნდები, რადგან შენთანაა უფალი, შენი ღმერთი, ყველგან, სადაც კი წახვალ.
- რომაელთა 8:28
ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ.
- მათეს 5:4
ნეტარ არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშისცემულ იქნებიან.