მთავარითემები „მ“მშობლების ცოდვა

მშობლების ცოდვა

20 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ეზეკიელი 18:20
    ცოდვილი კაცი კი მოკვდება! ძემ არ უნდა იტვირთოს თავისი მამის უმართლობა და მამამ - ძისა; მართალზე მისი სიმართლე იქნება და ბოროტზე - მისი ბოროტება.
  2. გამოსვლა 20:5
    თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ეჭვიანი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში.
  3. გამოსვლა 34:7
    უნახავს წყალობას ათასეულებს, შეუნდობს ბრალს, ურჯულოებას და ცოდვას, თუმცა თვალს არ დახუჭავს დამნაშავეზე: მოჰკითხავს მამათა ცოდვას შვილებს და შვილიშვილებს, მესამე და მეოთხე თაობამდე”.
  4. ლევიანნი 26:39
    გადარჩენილნი ჩამოხმებით მტრების ქვეყანაში თქვენი ცოდვების გამო და თქვენი მამების ცოდვებისთვისაც ჩამოხმებით.
  5. რიცხვნი 14:18
    სულგრძელია უფალი და მრავალმოწყალე, ბრალისა და დანაშაულის მიმტევებელი, არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება დანაშაულს; მამათა ცოდვების მომკითხავი შვილებისგან, მესამე და მეოთხე თაობაში.
  6. რიცხვნი 14:33
    მწყემსებივით იხეტიალებენ თქვენი ძეები უდაბნოში ორმოც წელს და დაისჯებიან თქვენი ორგულობის გამო, ვიდრე არ დაიყრება თქვენი გვამები უდაბნოში.
  7. იობი 21:19
    თქვენ ამბობთ: ღმერთი ადამიანის სასჯელს მის შვილებს უნახავს. _ დაე თავად მათ მიაგოს ღმერთმა, რომ შეიგნონ.
  8. ესაია 14:21
    სასაკლაო გაამზადეთ მისი შვილებისთვის, მათი მამების ურჯულოების გამო, რათა არ აღდგნენ, არ დაიპყრონ ქვეყანა და მღელვარებით არ აავსონ მიწის ზედაპირი.
  9. იერემია 32:18
    სიკეთეს უკეთებ ათასებს და შვილებს წიაღშივე მიუზღავ მამების დანაშაულის გამო. ო, დიდო და ძლიერო ღმერთო! ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
  10. ფსალმუნები 50:5
    აჰა, ცოდვილად დავიბადე, დიახ ცოდვილად ჩავესახე დედაჩემს.
  11. ფსალმუნები 57:3
    დედის მუცლიდანვე გადაუხვიეს ბოროტებმა და დაბადებიდანვე ამბობენ სიცრუეს.
  12. ესაია 14:20
    მათთან ერთად ვერ დაიმარხები, რადგან ააოხრე შენი ქვეყანა და გაჟლიტე შენი ხალხი; ბოროტმოქმედთა თაობა, ნუმც მოიხსენება საუკუნოდ.
  13. იერემია 3:25
    ჩვენს სირცხვილში ვწევართ და ზედ ჩვენი გაწბილება გვახურავს, რადგან უფალს, ჩვენს ღმერთს ვცოდეთ ჩვენ და ჩვენმა მამებმა სიყმაწვილიდან დღემდე; არ ვუსმენდით უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას!
  14. გოდება იერემიასი 5:7
    ჩვენმა მამებმა შესცოდეს და აღარ არიან, ჩვენ კი მათ უმართლობის გამო ვისჯებით.
  15. ეზეკიელი 18:2
    რას გულისხმობთ, როცა ისრაელის მიწაზე ანდაზად ამბობთ: მამების ნაჭამმა მკვახე ხილმა შვილებს მოჰკვეთა კბილებიო?
  16. იობი 27:14
    თუნდაც გამრავლდნენ მისი ძენი, მახვილისთვის იქნებიან და ვერ გაძღება პურით მისი შთამომავლობა;
  17. ფსალმუნები 21:10
    დაბადებიდანვე შენ მოგანდეს ჩემი თავი; დედის მუცლიდანვე ჩემი ღმერთი ხარ შენ.
  18. ფსალმუნები 36:28
    რადგან სამართლის მოყვარულია უფალი და არ მიატოვებს მის ერთგულებს - სამარადისოდ დაცულნი იქნებიან; ბოროტთა ნაშიერი კი ამოწყდება.
  19. ესაია 57:3
    მოახლოვდით, გრძნეული ქალის ძენო, შთამომავალნო მრუშთა და მეძავთა.
  20. მათეს 12:34
    იქედნეთა ნაშობნო, როგორ შეგიძლიათ კეთილი ილაპარაკოთ, როცა ბოროტები ხართ? რადგან გულის სისავსისგან მეტყველებს პირი.

← ყველა თემა „მ“-ზე