მთავარითემები „მ“მკერდი

მკერდი

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ქებათა-ქება სოლომონისა 7:7-8
    რა მშვენიერი ხარ, რა სანატრელი, საყვარელო, შენი სიტკბოებით! შენი ტანი ფინიკის ხეა, შენი ძუძუნი – ვაზის მტევნები.
  2. ქებათა-ქება სოლომონისა 8:10
    მე ზღუდე ვარ და გოდლებივით მაქვს ძუძუები. ახლა კი მოწიფული ვჩანვარ მის თვალში.
  3. ესაია 66:11
    რათა მოწოვოთ და გაძღეთ მისი ნუგეშისმცემელი ძუძუთი, რათა წოვოთ და დაამდეთ მისი დიდების დვრილისაგან.
  4. ოსია 9:14
    მიეცი მათ, უფალო, რაც უნდა მიგეცა; მიეცი მოწყვეტილი მუცელი და გამშრალი მკერდი.
  5. ქებათა-ქება სოლომონისა 8:8
    პატარაა დაი ჩვენი და ჯერ არ დამჩნევია ძუძუები. რა ვუყოთ ჩვენს დას იმ დღეს, როცა დაუდგება ნიშნობის ჟამი?
  6. ლუკას 23:29
    რადგან, აჰა, მოდის დღეები, როცა იტყვიან: ‘ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშვიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უწოვებიათ!’
  7. 1 მეფეთა 1:23
    უთხრა ელკანამ, მისმა ქმარმა: „ისე გააკეთე, როგორც გერჩიოს. დარჩი, ვიდრე ძუძუს მოსწყვეტდე. ოღონდ აგისრულოს უფალმა თავისი სიტყვა.” დარჩა ცოლი და ძუძუს აწოვებდა ბავშვს, სანამ არ მოსწყვიტა.
  8. იობი 3:12
    რად მიმიღეს მე ბებიაქალის მუხლებმა, და რად შემეგებნენ დედაჩემის ძუძუნი მოსაწოვებლად?
  9. ფსალმუნები 21:9
    რადგან შენ გამომიყვანე დედის მუცლიდან, დამამშვიდე დედის მკერდზე.

იგავი 5:18-19
კურთხეული იყოს შენი წყარო და გაიხარე შენი სიყრმის ცოლით,  საყვარელი ფურ-ირმითა და მშვენიერი შველით. მისმა მკერდმა დაგაკმაყოფილოს ყოველ ჟამს, მისი სიყვარული გიტაცებდეს მუდამ!

← ყველა თემა „მ“-ზე