ბიბლიის მუხლები თემაზე
მიწის ნაყოფი
24 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- დაბადება 1:11
შემდეგ თქვა ღმერთმა: „აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი - მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი“. და იქმნა ასე.
- დაბადება 1:24
თქვა ღმერთმა: „წარმოშვას მიწამ ცოცხალი არსებანი თავისი ჯიშებისამებრ - პირუტყვი, ქვეწარმავალი და მიწის მხეცები“. და იქმნა ასე.
- ლევიანნი 25:19
მოგცემს მიწა თავის ნაყოფს, შეჭამთ ძღომამდე და იცხოვრებთ მშვიდად.
- ფსალმუნები 66:6
მიწა გვაძლევს თავის ნაყოფს; დაე, გვაკურთხოს ღმერთმა, ჩვენმა ღმერთმა.
- ფსალმუნები 84:12
დიახ, სიკეთეს გვიბოძებს უფალი და ჩვენი მიწა თავის მოსავალს გამოიღებს.
- რიცხვნი 13:20
და როგორია ქვეყანა, რომელშიც ცხოვრობს იგი, კარგია ის თუ ცუდი, როგორია ქალაქები, რომლებშიც ის ცხოვრობს, ბანაკებში მკვიდრობს თუ ციხე-სიმაგრეებში;
- მეორე რჯული 1:25
თავისი ხელით აიღეს იმ ქვეყნის ნაყოფები და ჩამოიტანეს ჩვენთან, ამბავი მოგვიტანეს და გვითხრეს: „კარგია ის ქვეყანა, რომელსაც გვაძლევს უფალი, ჩვენი ღმერთი“.
- მეორე რჯული 28:4
ურთხეული იქნება შენი მუცლის, მიწისა და საქონლის ნაყოფი, შენი ნახირის მონაგები და შენი ფარის ნამატი.
- მეორე რჯული 28:11
სიუხვეს მოგცემს უფალი ყველა სიკეთეში, შენი მუცლის, საქონლისა და მინდვრის ნაყოფებში, იმ მიწაზე, რომლის მიცემაც შეჰფიცა შენს მამებს უფალმა.
- მეორე რჯული 30:9
სიუხვით გიკურთხებს უფალი ღმერთი შენი ხელის ყველა საქმეს, შენი მუცლის, საქონლისა და მიწის ნაყოფს, სიკეთისთვის; რადგან კვლავ სასიკეთოდ გაიხარებს უფალი შენზე, როგორც ხარობდა იგი შენს მამებზე,
- ეზეკიელი 34:27
ველის ხე თავის ნაყოფს მოისხამს და მიწა თავის მოსავალს გამოიღებს. უსაფრთხოდ იქნებიან თავიანთ მიწაზე და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როცა დავგლეჯ მათი უღლის საკვრელთ და გამოვიხსნი მათი დამმონებლების ხელიდან.
- ზაქარია 8:12
რადგან სიმშვიდეში დაითესება, ვაზი თავის ნაყოფს გამოიღებს და მიწა - თავისას, ცა თავის ნამს გაიღებს და დარჩენილ ხალხს დავუმკვიდრებ ამ ყოველივეს.
- ესაია 30:23
და იქნება: წვიმას მისცემს იგი შენს თესლს, რომელსაც დათესავ მიწაზე; და პური, მიწის ნაყოფი, მსუყე იქნება და ნოყიერი. იბალახებს იმ დღეს შენი პირუტყვი გაშლილ საძოვარზე.
- ფსალმუნები 71:16
იყოს სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალებზე. ლიბანის ტყესავით იბიბინებს მისი ნაყოფი; აყვავდნენ კაცნი ქალაქებში, როგორც ბალახი დედამიწაზე.
- ესაია 55:10
რადგან როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და აღარ ბრუნდება უკან, თუ არ დაარწყულა დედამიწა, არ გაანაყოფიერა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური - მჭამელს;
- ებრაელთა 6:7
ვინაიდან მიწა, რომელიც იწოვს მასზე მრავალგზის მოსულ წვიმას და იძლევა მწვანილს, სასარგებლოა მათთვის, ვისთვისაც მუშავდება - იგი ღვთისგან ღებულობს კურთხევას.
- ესაია 36:17
სანამ მოვსულვარ და წამიყვანიხართ თქვენი ქვეყნის მსგავს ქვეყანაში, ხორბლისა და მაჭრის ქვეყანაში, ყანებისა და ვენახების ქვეყანაში.
- მალაქია 3:11
შენთვის შევაჩერებ მჭამელს, რომ მიწის ნაყოფი არ გაგინადგუროს მინდორში და ვაზი არ გაგიპარტახოს - ამბობს ცაბაოთ უფალი.
- მათეს 13:8
სხვა კი კეთილ ნიადაგზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმა ოცდაათი.
- მათეს 13:23
ხოლო კეთილ ნიადაგზე დათესილი ის არის, ვინც მოისმენს სიტყვას და გონებით ჩასწვდება; სწორედ მას გამოაქვს ნაყოფი, ზოგს ასი, ზოგს სამოცი და ზოგსაც ოცდაათი“.
- მარკოზის 4:8
ზოგი კარგ ნიადაგზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო. აღმოცენდა, იმატა და ნაყოფი გამოიღო - ერთი ოცდაათად, ერთი სამოცად და ერთი ასად“.
- მარკოზის 4:20
კარგ ნიადაგზე დათესილი კი ისინი არიან, რომლებიც მოისმენენ სიტყვას, მიიღებენ და ნაყოფიც მოაქვთ: ერთი ოცდაათად, სამოცად და ასად“.
- ლუკას 8:8
ზოგი კი კარგ ნიადაგზე დავარდა, აღმოცენდა და ასმაგი ნაყოფი გამოიღო“. ეს თქვა და დაიძახა: „ვისაც სასმენად აქვს ყურები, ისმინოს!
- იაკობის 5:18
კვლავ ილოცა და მისცა ცამ წვიმა, და მიწამაც აღმოაცენა თავისი ნაყოფი.