ბიბლიის მუხლები თემაზე
მარხვა გლოვის დროს
7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- 1 მეფეთა 1:7-8
ასე იქცეოდა ელკანა ყოველ წელიწადს, როცა უფლის სახლში ადიოდა. მაგრამ ფენინა ამწარებდა ხანას, ის კი ტიროდა და არაფერს ჭამდა. და უთხრა ელკანამ, მისმა ქმარმა: „რატომ ტირი და არაფერს ჭამ? გული რატომ გიწუხს? განა ათ ძეს არ გირჩევნივარ?
- 1 მეფეთა 20:34
განრისხებული ადგა იონათანი სუფრიდან, აღარ უჭამია პური ახალმთვარობის მეორე დღეს, რადგან წუხდა დავითზე და იმაზე, რომ ასე შეურაცხყო მამამისმა.
- ფსალმუნები 68:10
ვტიროდი და ვმარხულობდი, მაგრამ ლანძღვა მივიღე,
- იოველი 2:12
თუმცა, ახლაც” - ამბობს უფალი, - „დამიბრუნდით მთელი თქვენი გულით, მარხვით, ტირილითა და გლოვით;
- 1 მეფეთა 31:12
აიღეს მათი ძვლები და დაკრძალეს იაბეშის იალღუნის ქვეშ; და იმარხულეს შვიდი დღე.
- 2 მეფეთა 1:11
გოდებდნენ და ტიროდნენ, საღამომდე მარხულობდნენ, როგორც საულისა და მისი ვაჟის, იონათანის გამო, ასევე უფლის ხალხისა და ისრაელის სახლის გამო, რადგან მახვილით დაეცნენ ისინი.
- ეზრა 10:6
ადგა ეზრა ღვთის სახლიდან და წავიდა იოხანანის, ელიაშიბის ძის ოთახისკენ; მაგრამ პური არ უჭამია და წყალი არ დაულევია, რადგან გლოვობდა გადასახლებული ხალხის ორგულობის გამო.
მსგავსი თემები: