მთავარითემები „რ“რეგულარული მარხვა

რეგულარული მარხვა

8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ლუკას 2:37
    ოთხმოცდაოთხ წელს მიტანებული ქვრივი იყო იგი, ტაძარს არ შორდებოდა, მარხვითა და ვედრებით ემსახურებოდა დღე და ღამე.
  2. მათეს 11:18
    ვინაიდან მოვიდა იოანე, არც ჭამს, არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკი ჰყავსო.
  3. ლუკას 7:33
    ვინაიდან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი. არც პურს ჭამს, არც ღვინოს სვამს და ამბობთ: ეშმაკი ჰყავსო.
  4. ლუკას 18:12
    კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან.
  5. საქმეები 27:9
    რაკი საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ნაოსნობაც გაძნელდა, ვინაიდან მარხვა უკვე გასული იყო, პავლემ ურჩია მათ:
  6. ზაქარია 7:3-5
    რომ ეკითხათ ცაბაოთ უფლის სახლის მღვდლებისა და წინასწარმეტყველთათვის: ვიტირო მეხუთე თვეს და ვიმარხულო, როგორც მრავალი წლის მანძილზე ვიქცეოდიო? და იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემდამი: უთხარი ქვეყნის მთელ ხალხს და მღვდლებს: ამ სამოცდაათი წლის მანძილზე რომ მარხულობდით და გლოვობდით მეხუთე და მეშვიდე თვეში, განა ჩემთვის მარხულობდით?
  7. ზაქარია 8:19
    ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მარხვა მეოთხე თვისა და მარხვა მეხუთესი, მარხვა მეშვიდესი და მარხვა მეათე თვისა სიხარულად, ლხინად და საამურ ზეიმად იქცევა იუდას სახლისთვის, ოღონდ შეიყვარეთ ჭეშმარიტება და მშვიდობა.
  8. იერემია 36:6
    შენ წადი უფლის სახლში და მარხვის დღეს ხალხის გასაგონად წაიკითხე უფლის სიტყვები გრაგნილიდან, რომელიც ჩემი კარნახით გაქვს დაწერილი; მთელი იუდას ხალხის გასაგონად წაიკითხე, რომლებიც თავ-თავიანთი ქალაქებიდან არიან მოსულნი.

← ყველა თემა „რ“-ზე