მთავარითემები „მ“მართლის წარმატება

მართლის წარმატება

18 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 28:25
    ამპარტავანი კაცი შუღლს აღვივებს, უფალზე დაიმედებულს კი წარმატება ექნება.
  2. იგავნი 13:21
    ცოდვილთ ბოროტება დასდევს, მართალთ კი სიკეთე მიეზღვებათ.
  3. ფსალმუნები 1:3
    და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილი ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია.
  4. ფსალმუნები 36:11
    თავმდაბალნი კი ქვეყანას დაიმკვიდრებენ და დიდი მშვიდობით დაამდებიან.
  5. ფსალმუნები 67:6
    ღმერთი სახლს აძლევს მარტოხელებს, კეთილდღეობაში გამოჰყავს პატიმრები, ურჩნი კი ხრიოკზე რჩებიან.
  6. ფსალმუნები 105:5
    რათა ვიხილო შენი რჩეულების კეთილდღეობა, გავიხარო შენი ერის სიხარულით და ვიკვეხნო შენს სამკვიდროსთან ერთად.
  7. მეორე რჯული 29:9
    დაიცავით ამ აღთქმის სიტყვები და აღასრულეთ, რათა წარმატებას მიაღწიოთ ყველაფერში, რასაც გააკეთებთ.
  8. იესო ნავეს ძე 1:8
    და ნუ განშორდება რჯულის ეს წიგნი შენს ბაგეთ - დღე და ღამე მასზე იფიქრე, რომ იფხიზლო ყოველივე მასში ჩაწერილის აღსასრულებლად, რადგან მაშინ მიაღწევ წარმატებას და სიკეთეს შენს გზებზე.
  9. იობი 36:11
    თუ გაუგონებენ და ემსახურებიან, კურთხევაში დაასრულებენ დღეებს და წლებს - ნეტარებაში.
  10. იგავნი 11:25
    გულუხვი კაცი წარმატებული იქნება; სხვათა დამარწყულებელი, თვითონაც დარწყულდება.
  11. იგავნი 13:4
    ზარმაცის სულს სწადია და არა აქვს, ბეჯითთა სული კი დამსუყდება.
  12. ეკლესიასტე 7:14
    დატკბი სიკეთის დღეს და უბედურების დღეს - ჩაუკვირდი; ესეც და ისიც ღმერთმა შექმნა იმისთვის, რომ კაცი ვერ მიხვდეს რა იქნება მის შემდეგ.
  13. დანიელი 6:28
    წარმატებული იყო დანიელი როგორც დარიოსის, ისე სპარსელი კიროსის მეფობისას.
  14. მეორე რჯული 28:11
    სიუხვეს მოგცემს უფალი ყველა სიკეთეში, შენი მუცლის, საქონლისა და მინდვრის ნაყოფებში, იმ მიწაზე, რომლის მიცემაც შეჰფიცა შენს მამებს უფალმა.
  15. დაბადება 39:3
    და იხილა მისმა ბატონმა, რომ უფალი იყო მასთან და ხელს უმართავდა ყველაფერში, რასაც აკეთებდა.
  16. 1 მეფეთა 18:5
    ყველგან დადიოდა დავითი, სადაც საული გააგზავნიდა და ყველგან წარმატებას აღწევდა; და დაადგინა იგი საულმა ლაშქრის მეთაურად. ყველას მოეწონა ეს ამბავი, ხალხსაც და საულის მსახურთაც.
  17. 1 მეფეთა 18:14
    ყველაფერში ხელი ემართებოდა დავითს და უფალი იყო მასთან.
  18. 4 მეფეთა 18:7
    ყველგან, სადაც გავიდოდა, უფალი იყო მასთან და გონივრულად იქცეოდა. განუდგა აშურის მეფეს და აღარ ემორჩილებოდა.

← ყველა თემა „მ“-ზე