მთავარითემები „მ“მართალთა ბილიკები

მართალთა ბილიკები

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 4:11
    სიბრძნის გზისკენ მიგმართე და სწორ ბილიკებზე წარგიძეხი.
  2. იგავნი 2:20
    შენ კი კეთილთა გზით იარე და მართალთა ბილიკებზე იფხიზლე,
  3. ფსალმუნები 15:11
    მასწავლე გზა სიცოცხლისა, სიხარულის სისავსეა შენი სახის წინაშე, შენს მარჯვნივ ყოფნა ნეტარებაა უკუნისამდე.
  4. საქმეები 2:28
    შენ შემაცნობინე სიცოცხლის გზა და სიხარულით მავსებ შენს თანდასწრებაში.
  5. ფსალმუნები 24:4
    შენი გზები შემაცნობინე უფალო და მასწავლე შენი ბილიკები.
  6. ფსალმუნები 118:35
    დამაყენე შენი მცნებების კვალზე, რადგან მათში ვპოულობ სიხარულს.
  7. ესაია 2:3
    მრავალი ხალხი მოვა და იტყვის „მოდით, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის ღმერთის სახლში; რათა მან გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან სიონიდან გამოვა რჯული და იერუსალიმიდან - უფლის სიტყვა”.
  8. იერემია 6:16
    ასე ამბობს უფალი: „დადექით გზებზე, შეხედეთ, გამოიკითხეთ ძველი ბილიკი, რომელი გზაა უკეთესი. მასზე იარეთ და სულის სიმშვიდეს ჰპოვებთ; მათ კი თქვეს, არ ვივლითო!
  9. იერემია 18:15
    მაგრამ დამივიწყა ჩემმა ხალხმა, უსარგებლო კერპებს უკმევენ, თავიანთ გზაზე, უძველეს ბილიკზე წაბორძიკდნენ, რომ გაუკვალავი გზით ევლოთ,

← ყველა თემა „მ“-ზე