მთავარი ›ბიბლია ›იესო ნავეს ძე

ძველი აღთქმა · იესო ნავეს ძე

იესო ნავეს ძე 20

20

1 ელაპარაკა უფალი იეშუას:

2 "ელაპარაკე ისრაელის ძეებს და უთხარი: დაიდგინეთ თავშესაფარი ქალაქები, რაზეც გელაპარაკეთ მოსეს მეშვეობით.

3 რათა მკვლელი, რომელსაც უნებლიედ, შეცდომით შემოაკვდება კაცი, გაიქცეს და თავშესაფრად ჰქონდეს მესისხლესგან.

4 გაიქცეს ერთ ამ ქალაქთაგანში, დადგეს ქალაქის კარიბჭესთან და გამოაცხადოს თავისი ამბავი იმ ქალაქის უხუცესთა გასაგონად; და შეიფარებენ ქალაქში, მისცემენ ადგილს და იცხოვრებს მათ შორის.

5 თუ დაედევნა მესისხლე, არ უნდა გადასცენ მკვლელი, რადგან უნებლიედ შემოაკვდა თავისი მოყვასი, არ სძულებია იგი არც გუშინ, არც გუშინწინ.

6 და იცხოვროს ამ ქალაქში, ვიდრე არ წარსდგება განსასჯელად თემის წინაშე, ვიდრე არ მოკვდება იმ დღეებში მყოფი მღვდელმთავარი. მაშინ დაბრუნდეს მკვლელი და მივიდეს თავის ქალაქში, თავის სახლში იმ ქალაქში, საიდანაც გამოიქცა”.

7 და გამოყვეს კედეში გალილეაში, ნაფთალის მთაში; შექემი ეფრემის მთაზე და კირიათ-არბაყი იგივე ხებრონი იუდას მთაზე.

8 და დაადგინეს იორდანეს გაღმა იერიხოს აღმოსავლეთით: ბეცერი უდაბნოში, ტაფობზე, რეუბენის ტომიდან; რამოთი გილყადში, გადის ტომიდან და გოლანი ბაშანში, მენაშეს ტომიდან.

9 განეკუთვნა ეს ქალაქები ყველა ისრაელიანსა და ხიზანს, რომელიც ხიზნობს მათ შორის, რომ თავი შეაფაროს იქ უნებლიე მკვლელმა და არ მოკვდეს მესისხლეს ხელით სანამ თემს წარუდგება.

იესო ნავეს ძე — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24