1 იოსების შვილების წილხვედრი იორდანედან იერიხოს მახლობლად იყო, იერიხოს წყლებიდან აღმოსავლეთით: უდაბნო, რომელიც იერიხოდან ბეთელის მთაზე ადის.
2 ბეთელიდან საზღვარი ლუზისკენ მიდის და არქისა და ყატაროთის საზღვრამდე აღწევს;
3 ეშვება ზღვისკენ, იაფლეტის საზღვართან ქვემო ბეთ-ხორონის მიჯნამდე და გაზერამდე; და ზღვასთან მთავრდება.
4 მიიღეს თავისი სამკვიდრო იოსების ძეებმა: მენაშემ და ეფრემმა.
5 ეს იყო ეფრემის ძეთა საზღვარი მათი საგვარეულოების მიხედვით: აღმოსავლეთით ყატაროთ-ადარიდან ზემო ბეთ-ხორონამდე,
6 მიქმეთათის ჩრდილოეთით ზღვისკენ გადადის საზღვარი, აღმოსავლეთით თაანათ-შილოსკენ უხვევს და იანოხის აღმოსავლეთით ჩაუვლის მას,
7 იანოახადან ყატაროთისა და ნაარათისკენ ეშვება იერიხომდე და იორდანესკენ გადადის.
8 თაფუახიდან საზღვარი ზღვისკენ მიიწევს, კანას ხევით და ზღვასთან მთავრდება. ეს არის ეფრემის ძეთა სამკვიდრო, მათი საგვარეულოების მიხედვით.
9 მენაშეს ძეთა სამკვიდროს შუაგულში ჰქონდათ გამოყოფილი ეფრემის ძეებს ყველა ქალაქი თავისი სოფლებით.
10 და არ განუდევნიათ მათ გეზერში მცხოვრები ქანაანელნი, დღემდე მკვიდრობენ ქანაანელნი ეფრემიანთა შორის და ხარკს იხდიან.