მთავარიბიბლიაიესო ნავეს ძე

ძველი აღთქმა · იესო ნავეს ძე

იესო ნავეს ძე 12

12

1 აი, იმ ქვეყნების მეფეები, რომლებიც მოსრეს ისრაელის ძეთ, და დაიმკვიდრეს მათი ქვეყანა იორდანეს გაღმა აღმოსავლეთისაკენ, არნონის ხევიდან ხერმონის მთამდე, და მთელი ყარაბა აღმოსავლეთისკენ.

2 სიხონი, ამორეველთა მეფე, რომელიც ხეშბონში მკვიდრობდა, იგი მართავდა ყაროყერიდან, რომელიც არის არნონის ხევის ნაპირზე, და შუა ხევიდან და გილყადის ნახევრიდან, ვიდრე იაბოკის ხევამდე, ყამონის ძეთა საზღვრამდე;

3 და ველიდან ქინეროთის ზღვამდე აღმოსავლეთისაკენ და ყარაბას ზღვამდე, მარილოვან ზღვამდე, აღმოსავლეთისაკენ ბეთ-იეშიმოთის გზამდე, და სამხრეთისაკენ ფისგას ფერდობთა ძირას.

4 და ყოგის მიწა-წყალი, ბაშანის მეფისა, რეფაიმთა ნატამალიდან, რომელიც მკვიდრობდა ყაშთაროთსა და ედრეყში.

5 და განმგებლობდა ხერმონის მთაზე და სალქაზე, და მთელ ბაშანზე, გეშურელთა და მაყაქათელთა საზღვრამდე, და გილყადის ნახევარზე, ხეშბონის მეფის, სიხონის საზღვრამდე.

6 მოსემ, უფლის მსახურმა, და ისრაელის ძეთ მოსრეს ისინი, და მისცა იგი მოსემ, უფლის მსახურმა, რეუბენის ძეთ, გადის ძეთა და მენაშეს ნახევარ ტომს სამკვიდრებლად.

7 და აი, იმ ქვეყნის მეფენი, რომელნიც მოსრეს იესომ და ისრაელის ძეთ იორდანეს გაღმა, დასავლეთით, ბაყალ-გადიდან ლიბანის ველზე ვიდრე ხალაკის მთამდე, რომელიც მიემართება სეყირისაკენ. და მისცა იგი იესომ ისრაელის ტომებს სამკვიდრებლად, მათი დასების მიხედვით,

8 მთაში, ბარში და ყარაბაში, და ფერდობებზე, და უდაბნოში, და სამხრეთში, ხეთელებთან, ამორეველებთან და ქანაანელებთან, ფერიზელებთან, ხიველებთან და იებუსელებთან:

9 იერიხოს მეფე – ერთი; მეფე ჰაღაის, რომელიც ბეთელის გვერდზეა – ერთი;

10 მეფე იერუსალიმისა – ერთი; მეფე ხებრონისა – ერთი;

11 მეფე იარმუთისა – ერთი; მეფე ლაქიშისა – ერთი;

12 მეფე ყეგლონისა – ერთი; მეფე გეზერისა – ერთი;

13 მეფე დებირისა – ერთი; მეფე გედერისა – ერთი;

14 მეფე ხორმისა – ერთი; მეფე ყარადისა – ერთი;

15 მეფე ლიბნისა – ერთი;

16 მეფე მაკედასი – ერთი, მეფე ბეთელისა – ერთი;

17 მეფე თაფუახისა – ერთი; მეფე ხეფერისა – ერთი;

18 მეფე აფეკისა – ერთი; მეფე შარონისა – ერთი;

19 მეფე მადონისა – ერთი; მეფე ხაცორისა – ერთი;

20 მეფე შიმრონ-მერონისა – ერთი; მეფე აქშაფისა – ერთი;

21 მეფე თაყანაქისა – ერთი;

22 მეფე კადეშისა – ერთი; მეფე იოკნეყამისა, ქარმელში – ერთი;

23 მეფე დორისა, დორის ბორცვებთან – ერთი; მეფე გოიმისა, გილგალთან – ერთი;

24 მეფე თირცასი – ერთი.

იესო ნავეს ძე — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24