მთავარიბიბლიაიერემია

ძველი აღთქმა · იერემია

იერემია 47

47

1 სიტყვა უფლისა, რომელიც იყო წინასწარმეტყველ იერემიას მიმართ ფილისტიმელებზე, სანამ ფარაონი ღაზას დაამარცხებდა.

2 ასე თქვა უფალმა: აჰა, წყლები იწევენ ჩრდილოეთიდან და წამლეკავ ნიაღვრად იქცევიან, და წალეკავენ ქვეყანას და მის სისავსეს, ქალაქს და მასში მცხოვრებთ. და იკივლებენ ადამიანები და იქვითინებს ქვეყნის ყველა მცხოვრები,

3 მისი ძლიერი ცხენების თქარათქურის, მისი ეტლების გრიალის, მისი ბორბლების გრუხუნის გამო. მამები ვერ იხედებოდნენ უკან შვილებისაკენ, რადგან დაუსუსტდათ ხელები,

4 მომავალი დღის გამო, როდესაც გაძარცვავენ ყველა ფილისტიმელს, რათა მოუსპონ ცორს და ციდონს ყველა დარჩენილი შემწე, რადგან გაძარცვავს უფალი ფილისტიმელთ, კრეტოსის კუნძულის ნატამალს.

5 სიქაჩლე ეწია ღაზას, დაინგრა აშკელონი; ნატამალო მათი ხეობებისა, როდემდე დაიკაწრავ ფრჩხილებით თავს?

6 ოი, უფლის მახვილო, სანამდე არ დაწყნარდები, დაბრუნდი შენს ქარქაშში, დამშვიდდი და გაყუჩდი!

7 როგორ დაწყნარდები, როდესაც უბრძანა მას უფალმა, აშკელონისა და ზღვის სანაპიროს წინააღმდეგ, იქ განაწესა იგი.”

იერემია — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52