1 სიტყვა, რომელიც უთხრა იერემიამ ბარუქ ნერიას ძეს, როდესაც ის იერემიას პირით ნათქვამ ამ სიტყვებს სწერდა წინში იეჰოიაკიმ იოშიას ძის, იუდას მეფის, მეფობის მეოთხე წელს:
2 „ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა შენზე, ბარუქ!
3 შენ თქვი: ‘ვაი მე, რადგან დაუმატა უფალმა მწუხარება ჩემს სატკივარს, მოვიქანცე ვაებით და სიმშვიდე ვერ ვპოვე.’
4 ასე უთხარი მას: ასე თქვა უფალმა: ‘რაც მე ავაშენე, მევე ვანგრევ, და რაც მე დავრგე, მევე აღმოვფხვრი, და ასე იქნება მთელს ქვეყანაზე.
5 შენ კი დიდს ითხოვ შენთვის. ნუ ითხოვ, რადგან მე მოვაწევ უბედურებას ყოველ ხორციელზე,’ – სიტყვა უფლისა, – ‘შენ კი შენს სულს მოგცემ ნადავლად ყველგან, სადაც კი წახვალ!’”