მთავარი ›ბიბლია ›იერემია

ძველი აღთქმა · იერემია

იერემია 43

43

1 და იყო, როცა იერემიამ დაასრულა ხალხისთვის მათი ღმერთის სიტყვების გადაცემა, იმ სიტყვებისა, რაც უფალმა, მათმა ღმერთმა შემოუთვალა მათ,

2 მაშინ ყაზარია ჰოშაიას ძემ, იოხანან კარეახის ძემ და დანარჩენმა ქედმაღალმა კაცებმა უთხრეს იერემიას: "ტყუილს ამბობ, იმის სათქმელად არ გამოუგზავნიხარ უფალს, ჩვენს ღმერთს, არ გადახვიდეთ ეგვიპტეში, იქ საცხოვრებლადო!

3 არამედ ბარუხ ნერიას ძე გაქეზებს ჩვენს წინააღმდეგ, რათა ქალდეველთა ხელში ჩაგვყაროს და დაგვხოცონ ან ბაბილონში გაგვრეკონ”.

4 არ შეისმინა იოხანანმა, კარეახის ძემ, ყველა მხედართმთავარმა და მთელმა ხალხმა უფლის ხმა - დასახლებულიყვნენ იუდას ქვეყანაში.

5 წაიყვანა იოხანანმა, კარეახის ძემ და ყველა მხედართმთავარმა იუდეველთა მთელი ნარჩენი, იუდას ქვეყანაში რომ დაბრუნდა ყველა ქვეყნიდან, სადაც გაძევებული იყო -

6 მამაკაცები, ქალები და ბავშვები, მეფის ასულნი და ყოველი სული, ვინც ნაბუზარადანმა, მცველთა უფროსმა დატოვა გედალიაჰუსთან, შაფანის ძის, ახიკამის შვილთან და მათთან ერთად - იერემია წინასწარმეტყველი და ბარუხ ნერიას ძე.

7 და გადავიდნენ ეგვიპტის ქვეყანაში, რადგან არ შეისმინეს უფლის ხმა, და თახფანხესამდე მივიდნენ.

8 ასეთი სიტყვა მოვიდა უფლისგან იერემიასადმი თახფანხესში:

9 "იუდეველი კაცების თვალწინ აიღე ხელში დიდი ქვები და ალიზში ჩამალე იმ ადგილას, აგურს რომ წვავენ, რომელიც ფარაონის სახლის შესასვლელშია, თახფანხესში.

10 და უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, გავგზავნი და მოვიყვან ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს, ჩემს მსახურს, და დავდგამ მის ტახტს ამ ქვებზე, რომლებიც დავმალე; მათზე გადაჭიმავს თავის სამეფო კარავს.

11 მოვა და ააოხრებს ეგვიპტის ქვეყანას. სასიკვდილო - მოკვდება, დასატყვევებელი - დატყვევდება, მახვილს გადაცემული - მახვილით დაეცემა.

12 ცეცხლს შევუნთებ ეგვიპტის ღმერთთა ტაძრებს და გადაიბუგება, მათ კი შეიპყრობს; შეიმოსება ეგვიპტის ქვეყნით, როგორც მწყემსი იმოსება თავისი სამოსლით; და გამოვა იქიდან მშვიდობით.

13 დაამსხვრევს იგი მზის ტაძრის სვეტებს, რომლებიც ეგვიპტის ქვეყანაშია და ეგვიპტის ღმერთთა სახლებს ცეცხლით გადაწვავს”.

იერემია — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52