მთავარითემები „ღ“ღვთის ხალხის სინათლე

ღვთის ხალხის სინათლე

28 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 5:14
    თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება.
  2. მათეს 5:16
    ასევე ანათებდეს თქვენი სინათლე ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.
  3. იოანეს 12:36
    სანამ გაქვთ სინათლე, ერწმუნეთ სინათლეს, რათა გახდეთ სინათლის ძენი”. ეს სიტყვები რომ თქვა, წავიდა იესო და მიეფარა მათ თვალთაგან.
  4. 1 თესალონიკელთა 5:5
    ვინაიდან თქვენ ყველანი სინათლის შვილები ხართ და დღის შვილები; არც ღამისანი ვართ და არც სიბნელისა.
  5. ლუკას 16:8
    და შეაქო ბატონმა უმართლო სახლმმართველი, გონივრულად რომ მოიქცა, რადგან წუთისოფლის შვილები სინათლის შვილებზე მოხერხებულნი არიან თავიანთ თაობაში.
  6. ესაია 60:3
    ერები მოვლენ შენს სინათლეზე და მეფენი - შენი განთიადის ბრწყინვალებაზე.
  7. 2 მეფეთა 23:4
    იქნება იგი, როგორც დილის ნათელი მზის ამოსვლისას, უღრუბლო დილა, როგორც წვიმის შემდეგ მზის ბრწყინვალებით მიწიდან აღმოცენებული ბალახი.
  8. ფსალმუნები 36:6
    ნათელივით გამოიტანს სიმართლეს შენსას და შენს სამართალს - შუადღესავით.
  9. ესაია 60:1
    აღსდექ, განათდი, რადგან მოვიდა შენი სინათლე და უფლის დიდება გაბრწყინდა შენზე.
  10. ლუკას 11:36
    თუ მთელი შენი სხეული ნათელია და ბნელი არაფერია მასში, მაშინ ის მთლიანად განათებული იქნება, თითქოს ლამპარი გინათებდეს თავისი ელვარებით”.
  11. იოანეს 5:35
    იგი ანთებული და მანათობელი ლამპარი იყო, და თქვენც გინდოდათ, მის შუქზე გეხარათ ერთხანს.
  12. კოლასელთა 1:12
    ჰმადლობდეთ მამას, რომელმაც წმიდათა მემკვიდრეობის მონაწილეობის ღირსი გაგვხადა სინათლეში,
  13. გამოცხადება 21:24
    ერები ივლიან მის ნათელზე, მიწიერი მეფეები მიიტანენ იქ თავიანთ დიდებას და პატივს.
  14. ფსალმუნები 96:11
    სიმართლემ გამოანათა მართალთათვის და გულით წრფელთათვის - მხიარულებამ.
  15. ესაია 58:8
    მაშინ განთიადივით გამობრწყინდება შენი ნათელი და სწრაფად აღმოცენდება შენი განკურნება, შენი სიმართლე წინ წაგიძღვება და უფლის დიდება უკან გამოგყვება.
  16. ესაია 58:10
    თუ თავს არ დაიზოგავ მშიერისთვის და ტანჯულ კაცს გააძღობ, მაშინ ბნელში გაბრწყინდება შენი ნათელი და შენი წყვდიადი - შუადღესავით იქნება.
  17. ფსალმუნები 111:4
    სიბნელეში შუქს ამოუბრწყენს წრფელებს; მოწყალე, შემბრალე და მართალია იგი.
  18. ესაია 42:16
    ბრმებს მათთვის უცნობ გზაზე წარვუძღვები და უცნობი ბილიკებით ვატარებ, სიბნელეს სინათლედ ვაქცევ მათ წინაშე და ოღრო-ჩოღრო გზებს მოვასწორებ! ამ საქმეებს მოვიმოქმედებ და არ მივატოვებ მათ.
  19. გამოსვლა 34:29
    სინაის მთიდან ჩამოსვლისას მოწმობის ორივე დაფა ხელში ეჭირა მოსეს და არ იცოდა, რომ ბრწყინავდა მისი სახის კანი, უფალთან საუბრის გამო.
  20. გამოსვლა 34:30
    დაინახა აჰარონმა და ყველა ისრაელიანმა მოსე; აჰა, ბრწყინავდა მისი სახის კანი და შეეშინდათ მასთან მიახლოება.
  21. 2 კორინთელთა 3:7
    ხოლო ქვაზე ასოებით გამოსახული სიკვდილის მსახურება თუ იმდენად დიდებული იყო, რომ ისრაელიანებმა ვერ შეძლეს მოსეს სახისთვის თვალის გასწორება მასზე გადმოსული დიდების გამო,
  22. ესაია 60:5
    მაშინ დაინახავ და გაბრწყინდები, გაოცდები და გაიხარებს შენი გული, რადგან შენკენ მოიქცევა ზღვასავით სიმდიდრე და ერების დოვლათს შენთან მოიტანენ.
  23. ფსალმუნები 33:5
    უმზირეთ მას და გაბრწყინდით, არასოდეს შერცხვება თქვენი სახეები.
  24. ეკლესიასტე 8:1
    ვინ არის ბრძენის მსგავსი? და ვინ იცის საგანთა ახსნა? სიბრძნე ადამიანს სახეს უნათებს და ცვლის მისი სახის სიმკაცრეს.
  25. დანიელ 12:3
    გაბრწყინდებიან გონიერნი განათებული ცის თაღივით, სიმართლისკენ მრავალთა მომაქცეველნი კი - ვარსკვლავებივით, უკუნითი უკუნისამდე.
  26. იგავნი 13:9
    მართალთა სინათლე კაშკაშებს, ბოროტთა ლამპარი კი ჩაქრება.
  27. იგავნი 4:18
    მართალთა ბილიკი განთიადის სინათლეს ჰგავს, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება შუადღემდე.
  28. მათეს 13:43
    მაშინ მართალნი მზესავით გაბრწყინდებიან თავიანთი მამის სამეფოში. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!

← ყველა თემა „ღ“-ზე