მთავარითემები „ღ“ღვთის საგანძურები

ღვთის საგანძურები

14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მალაქია 3:10
    მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში, რომ იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა გამომცადეთ ამით – ამბობს ცაბაოთ უფალი – თუ არ გაგიხსნათ ცის სარკმელები და არ გადმოგიღვაროთ კურთხევა აუწყველად.
  2. მეორე რჯული 28:12
    გაგიხსნის უფალი თავის საგანძურს, ზეცას, რათა თავის დროზე მისცეს წვიმა შენს მიწას და აკურთხოს ყოველი საქმე შენს ხელში; მრავალ ერს ასესხებ შენ და თავად კი არ ისესხებ.
  3. იობი 38:22
    თუ შესულხარ თოვლის სანახებში და სეტყვის სანახები თუ გინახავს?
  4. ფსალმუნები 134:7
    ქვეყნის კიდეებიდან ამოჰყავს ღრუბლები, ელვას წვიმად აქცევს და ქარი გამოჰყავს თავისი საცავებიდან.
  5. იერემია 10:13
    ხმას გამოცემს და წყლები ხმაურობენ ცაში, ღრუბლები ამოჰყავს ქვეყნის კიდეებიდან, ელვას წარმოშობს წვიმაში და ქარი გამოჰყავს სანახებიდან.
  6. იერემია 51:16
    მის ხმაზე წყლები ხმაურობენ ზეცაში, იგი ამაღლებს ღრუბლებს დედამიწის კიდეებიდან, წვიმაში ელვას ბადებს და ქარი გამოჰყავს თავისი სანახებიდან.
  7. ფსალმუნები 32:7
    შეკრიბა ზღვის წყლები, ვითარცა ტიკში, საცავებში მოათავსა უფსკრულები.
  8. მეორე რჯული 32:34
    განა ჩემს საგანძურში არაა იგი დაფარული და ჩემს საუნჯეში დაბეჭდილი?!
  9. ესაია 33:6
    დაგიდგება უსაფრთხო ჟამი, ხსნის, სიბრძნისა და ცოდნის სიუხვეში; და ღვთისმოშიშებაში - რომელიც მისი საგანძურია.
  10. ფსალმუნები 30:19
    რაოდენ დიდია სიკეთე შენი, რომელსაც შენს მოშიშთათვის ინახავ, შენში თავშესაფრის მძებნელთ რომ განუმზადე, ადამის ძეთა წინაშე.
  11. იგავნი 2:7
    სიბრძნეს უნახავს მართლებს, ფარია იგი უბიწოდ მოარულთათვის,
  12. დანიელი 9:14
    ამიტომაც დაგვატეხა თავს უფალმა ეს უბედურება, რადგან მართალია უფალი, ჩვენი ღმერთი, თავის ყველა საქმეში, რომელიც მან მოიმოქმედა; მაგრამ ჩვენ მაინც არ ვუგდებდით ყურს მის ხმას.
  13. მათეს 13:30
    გაუშვით, ერთად იზარდოს ორივემ მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკელებს: უწინ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი; ხორბალი კი ჩემს ბეღელში დაახვავეთ”.
  14. ლუკას 3:17
    მისი ფიწალი მის ხელთ არის, იგი გაწმედს თავის კალოს და ბეღელში მოაგროვებს ხორბალს, ბზეს კი ჩაუქრობელი ცეცხლით დაწვავს”.

← ყველა თემა „ღ“-ზე