ბიბლიის მუხლები თემაზე
ღვთის გულისწყრომა
15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ფსალმუნები 89:7
რადგან დავილიეთ შენი რისხვით და შენი გულისწყრომით შევძრწუნდით.
- გამოცხადება 15:1
და ვიხილე სხვა ნიშანი ზეცაში, დიდი და საკვირველი; შვიდი ანგელოზი უკანასკნელი შვიდი წყლულით, რომლებითაც თავდებოდა ღვთის რისხვა.
- ფსალმუნები 118:53
მგზნებარე რისხვამ შემიპყრო ცოდვილთა გამო, რომლებმაც მიატოვეს შენი რჯული.
- ნაუმი 1:6
ვინ გაუძლებს მის მრისხანებას? ვინ აიტანს მისი რისხვის მძვინვარებას? ცეცხლად იღვრება მისი გულისწყრომა და კლდეები იმსხვრევიან მისგან.
- აბაკუმი 3:12
გულისწყრომით დადიხარ დედამიწაზე და რისხვით თელავ ერებს.
- სოფონია 3:8
ამიტომ მაცალეთ — ამბობს უფალი — იმ დღემდე, როცა მოწმედ წამოვდგები, რადგან ჩემი განაჩენით მოიყრიან თავს ერები, შეიკრიბებიან სამეფოები, რომ თავზე დავანთხიო ჩემი წყრომა და მთელი ჩემი მგზნებარე რისხვის მძვინვარება, რადგან ჩემი ეჭვიანობის ცეცხლით შთაინთქმება მთელი ქვეყანა.
- ესაია 66:14
დაინახავთ და გაიხარებს თქვენი გული, ბალახივით აბიბინდება თქვენი ძვლები და უფლის ხელი მის მსახურებს გამოეცხადება. მისი რისხვა კი მისი მტრების წინააღმდეგ მიიმართება.
- მეორე რჯული 29:28
და რისხვით, მძვინვარებითა და დიდი წყრომით აღმოფხვრა ისინი უფალმა მათი მიწიდან; განდევნა ისინი სხვა ქვეყანაში, როგორც ეს დღეს არის.
- მალაქია 1:4
ედომი კი ამბობს: „დაგვარბიეს, მაგრამ კვლავ ავაშენებთო ნანგრევებს”, მაგრამ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: „ისინი ააშენებენ, მე დავანგრევ; ბოროტების მხარედ იქნება წოდებული და იმ ერად შეირაცხება, რომელსაც სამუდამოდ განურისხდა უფალი”.
- ფსალმუნები 77:49
დაუშვა მათზე თავისი რისხვის ალი, მრისხანება, მძვინვარება და გაჭირვება, როცა წარმოგზავნა სიავის ანგელოზნი.
- იობი 10:17
შენს მოწმობებს ანახლებ ჩემს წინააღმდეგ და აძლიერებ შენს რისხვას, ჯარი ანაცვლებს ჯარს ჩემს წინააღმდეგ.
- ესაია 26:20
მოდით, ჩემო ხალხო, შედით თქვენს ოთახებში და გამოიკეტეთ კარი, მცირე ხნით შეაფარეთ თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს.
- ფსალმუნები 68:24
შენი მრისხანება გადმოღვარე მათზე და შენი რისხვის ალი ეწიოთ.
- რომაელთა 2:8
ხოლო მათ, ვინც ანგარია და არ ემორჩილება ჭეშმარიტებას, არამედ უმართლობას გადაეცა — რისხვასა და გულისწყრომას.
- ესაია 13:5
შორი ქვეყნიდან მოდიან ისინი, ცის კიდეებიდან, უფალი და ჭურჭელი მისი მრისხანებისა — მთელი ქვეყნის გასანადგურებლად.