მთავარითემები „ღ“ღვთის გეგმები

ღვთის გეგმები

16 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იობი 42:2
    ვიცი, რომ ყველაფერი შეგიძლია და ვერაფერი დააბრკოლებს შენს განზრახვას.
  2. ესაია 14:27
    რადგან გადაწყვიტა ცაბაოთ უფალმა და ვინ დაარღვევს? ხელი შემართა და ვინ შეაბრუნებს?
  3. ფსალმუნები 32:11
    რჩევა უფლისა იდგება მარადიულად და თაობიდან თაობამდე – ზრახვანი მისი გულისა.
  4. ესაია 46:10
    დასაწყისიდანვე ვაცხადებ დასასრულს და უძველესი დროიდან იმას, რაც ჯერ არ მომხდარა; ვამბობ: ჩემი განზრახვა აღსრულდება და ყოველ ჩემს სურვილს ავასრულებ.
  5. 4 მეფეთა 19:25
    ნუთუ არ გსმენია, რომ ეს უძველესი დროიდან დავგეგმე, რომ წინა დღეებში გადავწყვიტე? ახლაღა მოვაწიე, რომ ნანგრევებად ქცეულიყვნენ ციხე-ქალაქები.
  6. ესაია 25:1
    უფალო, ღმერთო ჩემო! აგამაღლებ და მადლობას ვუძღვნი შენს სახელს, რადგან საოცრებანი მოიმოქმედე სრული ერთგულებით. ეს იყო შენი ჩანაფიქრი ადრინდელი დროიდან!
  7. ესაია 37:26
    არ გსმენია განა, შორეულ წარსულში რომ გავაკეთე მე ეს? უძველეს დროში განვიზრახე და ახლა მოვაწიე, რათა ნანგრევების გროვად გექცეს გამაგრებული ქალაქები.
  8. ესაია 23:9
    ცაბაოთ უფალმა გადაწყვიტა შეებღალა ქედმაღლობა ყოველგვარი მშვენიერებისა და დაემცირებინა ყველა წარჩინებული ქვეყნიერებისა.
  9. დაბადება 50:20
    ბოროტება კი განიზრახეთ ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ ღმერთმა სიკეთედ მოაქცია იგი, რათა ექმნა ის, რაც დღეს ხდება: ეხსნა მრავალი ხალხის სიცოცხლე.
  10. ზაქარია 8:15
    ისევე გადავწყვიტე, რომ სიკეთე ვუყო იერუსალიმისა და იუდას ხალხს ამ დღეებში. ნუ გეშინიათ!
  11. იერემია 29:11
    ვინაიდან მე ვიცი ზრახვანი, რაც თქვენზე განვიზრახე, ამბობს უფალი, სასიკეთო და არა საბოროტო ზრახვანი, რომ მომავალი და იმედი მოგცეთ.
  12. ეფესელთა 1:10
    რათა განეგო ჟამთა სისავსე და ქრისტეში მოეყარა თავი ყოველივეს, რაც ცაშია და რაც დედამიწაზეა;
  13. ესაია 23:8
    ვინ გადაუწყვიტა ეს ტვიროსს, სატახტო ქალაქს, რომლის ვაჭარნიც ქანაანის მთავარნი არიან და სოვდაგარნი – ქვეყნიერების წარჩინებულნი?
  14. იერემია 49:20
    ამიტომ ისმინეთ უფლის მსჯავრი, ედომს რომ გამოუტანა და მისი ჩანაფიქრი თემანის მცხოვრებლებზე: ბატკანთაგან უმცირესნი ათრევენ მათ და აუოხრებენ სამკვიდრებელს!
  15. იერემია 50:45
    ამიტომ ისმინეთ უფლის განზრახვა, ბაბილონზე რომ განიზრახა; მისი გადაწყვეტილება, ქალდეველთა ქვეყანაზე რომ გადაწყვიტა; უსათუოდ წაათრევენ ფარის პატარა ბატკნებსაც კი, უსათუოდ გაუდაბურდება მათი საძოვრები.
  16. იერემია 51:11
    წაუმახეთ წვერები ისრებს, კაპარჭები შეავსეთ! გამოაღვიძა უფალმა მიდიელი მეფეების სული, ვინაიდან ბაბილონის განადგურება განიზრახა, რადგან უფლის შურისძიებაა ეს, შურს იძიებს თავისი ტაძრის გამო.

← ყველა თემა „ღ“-ზე