მთავარითემები „ღ“ღვთის განკარგულებები

ღვთის განკარგულებები

17 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 147:4
    წარმოგზავნის თავის სიტყვას დედამიწაზე, სწრაფად ვრცელდება მისი ნათქვამი.
  2. დანიელი 4:24
    ასეთია მისი ახსნა, მეფევ: ეს უზენაესის განაჩენია, რომელიც მოეწევა ჩემს მეფე-ბატონს:
  3. ესაია 28:13
    ასეთი იქნება მათთვის უფლის სიტყვა: მცნება მცნებაზე, მცნება მცნებაზე, წესი წესზე, წესი წესზე, ცოტა იქ, ცოტა აქ, რომ წავიდნენ და გულაღმა დაეცნენ, დაილეწონ, მახეში გაებნენ და დატყვევდნენ.
  4. დაბადება 2:16-17
    უბრძანა უფალმა ღმერთმა ადამს: „ბაღის ყოველი ხისგან შეგიძლია ჭამო, ოღონდ კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხისგან არ შეჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ სიკვდილით მოკვდები”.
  5. გამოსვლა 35:1
    შეკრიბა მოსემ ისრაელის ძეთა მთელი თემი და უთხრა: „აჰა, სიტყვები, რომლებიც გვამცნო უფალმა შესასრულებლად:
  6. ლევიანნი 17:2
    ელაპარაკე აარონს, მის ძეებს, ყველა ისრაელიანს და უთხარი მათ, ესაა სიტყვა, რომელიც ბრძანა უფალმა:
  7. რიცხვნი 30:1
    უთხრა მოსემ ისრაელის ტომთა მეთაურებს: „ეს ბრძანა უფალმა:
  8. რიცხვნი 15:30
    ის კი, ვინც განზრახ ბოროტმოქმედებს, მკვიდრი იქნება თუ ხიზანი, გმობს უფალს; ასეთი კაცი მოისპოს თავისი ხალხისგან,
  9. 1 კორინთელთა 7:10
    ხოლო დაქორწინებულებს მე კი არა, უფალი ეუბნება: ცოლი არ გაეყაროს ქმარს.
  10. დაბადება 21:4
    წინადაცვითა აბრაამმა რვა დღის ისაკი, თავისი ძე, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები.
  11. რიცხვნი 9:18
    უფლის ბრძანებით დაიძრებოდნენ ხოლმე ისრაელის ძენი და უფლის ბრძანებით დაბანაკდებოდნენ და მანამდე ჩერდებოდნენ, სანამ ღრუბელი იდგა სავანის თავზე.
  12. რიცხვნი 9:23
    უფლის ბრძანებით ბანაკდებოდნენ და უფლის ბრძანებით იძროდნენ: იცავდნენ უფლის განკარგულებებს, უფლის დავალებისამებრ, მოსეს მეშვეობით.
  13. ამოსი 9:3
    ქარმელის წვერზეც რომ დაიმალონ, იქაც მოვძებნი და წამოვიყვან; ზღვის ფსკერზეც რომ მიეფარონ ჩემს თვალს, იქ ვუბრძანებ გველს და დაგესლავს მათ.
  14. იონა 2:10
    მაშინ უბრძანა თევზს უფალმა და მანაც ხმელეთზე ამოანთხია იონა.
  15. 2 მეფეთა 16:10
    მიუგო მეფემ: „რა გინდათ ჩემგან, ცერუიას ძენო? თუ მწყევლის, ეგებ უფალმა დაავალა დავითის წყევლა! ვინ ეტყვის, ასე რატომ იქცევიო?
  16. 4 მეფეთა 18:25
    განა შენი უფლის ნებით არ მოვედი ამ ადგილის გასანადგურებლად? უფალმა მითხრა: წადი იმ ქვეყანაში და გაანადგურე”.
  17. იერემია 47:7
    როგორ დადუმდება, როცა უფალმა უბრძანა! აშკელონისა და ზღვის ნაპირის წინააღმდეგ განაწესა”.

← ყველა თემა „ღ“-ზე