ბიბლიის მუხლები თემაზე
ღვთის ძალის გამოხატულება
7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ფსალმუნები 28:3
წყლებზეა ხმა უფლისა; გრგვინავს დიდების ღმერთი; ხმა უფლისა მრავალ წყალზეა.
- ფსალმუნები 67:33
ამხედრებულს უძველეს ცათა ცაზე - აჰა, ის გამოსცემს თავისი ძლიერების ხმას.
- გამოსვლა 8:19
უთხრეს გრძნეულებმა ფარაონს: ეს ღვთის თითია. მაგრამ გაქვავდა ფარაონის გული, არ ისმინა მათი, როგორც ჰქონდა ნათქვამი უფალს.
- ესაია 48:13
დიახ, ჩემმა ხელებმა დააფუძნა დედამიწა და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ცანი; მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან.
- იობი 40:9
ან იქნებ ღვთის სადარი მკლავი გაქვს და მისი ხმით გრგვინვა შეგიძლია?
- ესაია 52:10
გაიშიშვლა უფალმა წმიდა მკლავი ყველა ერის თვალწინ, რათა დედამიწის ყველა კიდემ იხილოს ჩვენი ხსნა ღვთისმიერი.
- იობი 26:14
აჰა, ეს არის კიდეები მისი გზებისა და რა ცოტა რამ გვსმენია მასზე! ვინ ჩასწვდება მისი ძლიერების გრგვინვას?