ბიბლიის მუხლები თემაზე
გულით თაყვანისცემა
8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ფსალმუნები 85:12
ქებას მოგიძღვნი უფალო, ღმერთო ჩემო, მთელი გულით და უკუნისამდე განვადიდებ შენს სახელს,
- იგავნი 3:5
მთელი შენი გულით მიენდე უფალს და შენს გონიერებას ნუ დაეყრდნობი.
- იოანეს 4:24
ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემლებიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს”.
- მეორე რჯული 6:5
შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი არსებით.
- ფსალმუნები 118:11
გულში დავიუნჯე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო.
- ესაია 29:13
და თქვა უფალმა: „იმის გამო, რომ ეს ხალხი მხოლოდ სიტყვებით მიახლოვდება და მხოლოდ ბაგეთა მსახურებით მცემს პატივს, მათი გული კი შორს არის ჩემგან და მათი მოშიშება ჩემდამი გაზეპირებულ წესებად იქცა.
- ფსალმუნები 39:8
შენი ნების აღსრულება მწადია ღმერთო და რჯული შენი ჩემს გულშია.
- ფსალმუნები 94:6
მოდით, თაყვანი ვცეთ და მოვიხაროთ, მუხლი მოვიდრიკოთ ჩვენი შემქმნელი უფლის წინაშე.