მთავარითემები „გ“გულის ბუნება

გულის ბუნება

17 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 63:6
    სიმრუდეს იზრახავენ, ამბობენ: კარგად მომზადებული გეგმა გვაქვსო; მართლაც ვერაგია კაცის შინაგანი გულის ზრახვები.
  2. იერემია 17:9
    ყველაფერზე ცბიერია გული და გაუკუღმართებული; ვინ ჩასწვდება მას?
  3. ეზეკიელი 3:7
    ხოლო ისრაელის სახლი არ ისურვებს შენს მოსმენას, რადგან ჩემი მოსმენა არ სურთ; ჭეშმარიტად, მთელი ისრაელის სახლი ჯიუტი და თვითნებაა.
  4. ზაქარია 7:12
    გულები გაიქვავეს, რომ არ ესმინათ რჯული და სიტყვები, ცაბაოთ უფალმა რომ მოავლინა თავისი სულით წინანდელ წინასწარმეტყველთა მეშვეობით; ამიტომ იყო მათზე დიდი რისხვა ცაბაოთ უფლისგან.
  5. იგავნი 27:19
    როგორც წყალი ირეკლავს სახეს, ისე ირეკლავს კაცის გული კაცს.
  6. იგავნი 14:10
    მხოლოდ გულმა იცის თავისი სიმწარე, უცხო მის სიხარულს ვერ იზიარებს.
  7. იგავნი 16:23
    ბრძენის გული გონიერს ხდის მის პირს და მის ბაგეთ ცოდნას მატებს.
  8. იგავნი 4:23
    ყველაფერზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან მოედინებიან სიცოცხლის წყაროები.
  9. იერემია 4:18
    შენმა გზამ და შენმა საქმეებმა დაგატეხა ეს ყველაფერი; ასეთია შენი ბოროტება, იმდენად მწარეა იგი, რომ გულამდე მოგწვდა!
  10. ფსალმუენი 35:1
    ცოდვა ელაპარაკება უღმერთოს თავისივე გულის სიღრმეში: არ არის ღვთის შიში მის თვალთა წინაშე.
  11. ეზეკიელი 14:3
    ძეო კაცისავ! ამ კაცებმა კერპები დაიდგეს თავიანთ გულებში და საკუთარი ურჯულოება დაიდეს დაბრკოლებად. როგორ ვუპასუხო მათ საჭიროებას?
  12. ეზეკიელი 14:4
    ამიტომ ელაპარაკე მათ და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი: თითოეული კაცი ისრაელის სახლიდან, რომელიც გულში დაიდგამს კერპებს და საკუთარ ცოდვას დაიდებს დაბრკოლებად, მერე კი მივა წინასწარმეტყველთან შესაკითხად, მე, უფალი, მისი კერპების სიმრავლის მიხედვით გავცემ პასუხს!
  13. მათეს 13:15
    ვინაიდან გაუქვავდა ამ ხალხს გული, ყურით მძიმედ ესმით და თვალები დახუჭეს, რომ თვალით არ დაინახონ და ყურით არ მოისმინონ, გულით არ ჩაწვდნენ და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი.
  14. საქმეები 28:27
    რადგან გაუხეშდა ამ ხალხის გული, ყური დაუმძიმდათ და თვალი დაებინდათ, რომ თვალით ვერ იხილონ, ყურით ვერ ისმინონ, გულით ვერ გაიგონ და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.
  15. მარკოზის 7:21
    ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვა, სიძვა, ქურდობა, მკვლელობა, მრუშობა,
  16. ლუკას 8:15
    კარგ ნიადაგზე დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც წრფელი და კეთილი გულით ისმენენ სიტყვას, იცავენ და მოთმინებით იძლევიან ნაყოფს.
  17. საქმეები 7:51
    ქედმაგარნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, ყოველთვის რომ ეწინააღმდეგებით სულიწმიდას, როგორც თქვენი მამები, ისე თქვენც!

← ყველა თემა „გ“-ზე